x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ადამიანი-კამერა

სტეფან უილტშირილონდონში დაბადებულ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტეფან უილტშირს ტყუილად როდი უწოდებენ ადამიან-კამერას. მას დაუჯერებელი ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს. პროფესიით მხატვარს შეუძლია, მხოლოდ ერთხელ დანახული ლანდშაფტები წარმოუდგენელი სიზუსტით აღიდგინოს მეხსიერებაში და გადაიტანოს ტილოზე; მან მხოლოდ ერთხელ იმოგზაურა ვერტმფრენით ლონდონის, ნიუ-იორკის, მაინის ფრანკფურტის, რომის და ჰონგ-კონგის თავზე და შემდეგ დახატა ამ ქალაქების სურათები მის მიერ დანახულ უწვრილეს და უმნიშვნელო დეტალებში.

სტეფან უილტშირის ნახატიუილტშირს აქვს ასევე უნარი, წარმოსახვითი სურათებიც საოცრად მცირე წვრილმანებში შექმნას. ასე დახატა მან მაგალითად ცეცხლის ალში გახვეული ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალი.

სტეფან უილტშირიმსოფლიოში ცნობილი გახდა სტეფან უილტშირის მიერ შესრულებული ნიუ-იორკის ცათამბჯენების 60-მეტრიანი ნახატი, რომელიც მხატვარმა შვეულმფრენით 20-წუთიანი მგზავრობის შემდეგ შექმნა, მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს შემოუფრინა.

1
29
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
29
  
2019, 8 თებერვალი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1