x
image
გემი დალანდი
ეფექტური მეთოდები ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად
არტ-თერაპია - ეს ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის შერწყმაა. ის შემთხვევით როდი შეიცავს სახელწოდებაში სიტყვა “თერაპიას". ხელოვნება ხომ ამშვიდებს, ყურადღების გადატანას ახდენს თავის მომაბეზრებელი ფიქრებისგან, გვეხმარება მოდუნებაში და საშუალებას გვაძლევს ძალები მოვიკირბოთ და ახალი რესურსებით აღვივსოთ. არტ-თერაპიის მეთოდიკა პირველად მხატვარ ადრიან ჰილთან გვხვდება: თავის ნაშრომებში ის აღწერდა მუშაობას ტუბერკულოზით დაავადებულებთან, სანატორიუმში. ამ მეთოდს იყენებდნენ აშშ-ში იმ ბავშვებთან სამუშაოდ, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრება გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

imageამჟამად არტ-თერაპია ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, შინაგანი ბლოკის მოსახსნელად, ემოციური მდგომარეობის და ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

ამ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა გამოიყენოთ არტ-თერაპია ყოველდღიურ ცხოვრებაში.


არტ-თერაპიის მეთოდები

1. თუ დაიღალეთ-დახატეთ ყვავილები


2.თუ ბრაზისგან გათავისუფლება გინდათ-დახატეთ ხაზები

3.თუ სულიერი ტკივილი გაწუხებთ-დაიწყეთ ძერწვა

image

4.თუ მოწყენილი ხართ-მოხატეთ ფურცელი ფერადი საღებავებით

5.თუ შიშს განიცდით-ისწავლეთ მაკრამე

6.თუ აღშფოთებული ხართ-დახიეთ ფურცელი პატარა ნაკუწებად

image

7.თუ რამეს განიცდით-გააკეთეთ ორიგამის ფიგურები

8.თუ მოდუნება გინდათ-დახატეთ ნაყშები (“უზორები")

9.თუ რამის გახსენება გინდათ-დახატეთ ლაბირინთი

image10.თუ სასოწარკვეთილი ხართ-დახატეთ გზა ან ბილიკიები

11.თუ რამეში გარკვევა გსურთ-დახატეთ მანდალა

12.თუ ძალების აღდგენა გსურთ-დახატეთ პეიზაჟი

image13.თუ ფიქრების სისტემიზაცია გსურთ-დახატეთ კვადრატები

14.თუ საკუთარ გრძნობებში გსურთ გარკვევა-დახატეთ ავტოპორტრეტი

15.თუ პრობლემის გადაჭრის გზას ეძებთ-დახატეთ ტალღები და წრეები

image

16.თუ ჩიხიდან გამოსასვლელ გზას ეძებთ-დახატეთ სპირალი

17.თუ მიზანზე კონცენტრირება გსურთ-დახატეთ ბადეები

18.თუ რამით ხართ უკმაყოფილო-გადაიხატეთ რაიმე ნახატი

image

19. თუ რაიმე დარდი გაქვთ-დახატეთ ცისარტყელა

20.თუ რამის დამახსოვრება გსურთ-დახატეთ ფერადი ლაქები

image

შეეცადეთ, თქვენს რეჟიმში ყოველდღიურად გამონახოთ დრო ხელოვნებისთვის და მაშინ ნამდვილად შეინარჩუნებთ ფსიქოლოგიურ წონასწორობას.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0