x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გერმანია-სექს-ინდუსტრიის ლიდერი ევროპაში
image

გერმანელი სექს-მუშაკები მილიარდობით ევროს შოულობენ, სახელმწიფო კი წილს ითხოვს.



გერმანია ერთ-ერთი იშვიათთაგანი ქვეყანაა, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, ეს ბიზნესი ამ ქვეყნაში უკვე მილიარდობით ევროს ითვლის, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ფული ამოიღოს, საროსკიპო სახლებში და მეძავთა რეგისტრაციის ადგილებში გამუდმებით დადის საგადასახადო ინსპექცია და ამასთანავე ამკაცრებენ კანონმდებლობას.



ახალ ათასწლეულის დასაწყისში გერმანიამ დაიმსახურა უმსხვილესი ბორდელის ტიტული ევროპაში, 2002 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი "პროსტიტუციაში ჩართული პირების სამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციის შესახებ", რის წყალობითაც სექს-მუშაკებს უკვე შეუძლიათ ოფიციალური რეგისტრაცია, მათ შორის თვითდასაქმება, სოციალური დაზღვევა და პენსიის მიღება, ამასთანავე კანონში მითითებულია სუტინიორების და საროსკიპო სახლების მფლობელების მოვალეობები, რომელიც იცავს როსკიპების უფლებებს და უსაფრთხოებას.


image

ლეგალიზაციის შემდეგ ბაზარი უეცრად გაიზარდა, ექპერტების შეფასებით, კანონის მიღებიდან რამდენიმე წელში სექს-მუშაკების რაოდენობა 30% გაიზარდა, ახლა უკვე გერმანიაში ფულის საშოვნელად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან(უმეტესობა მეზობელ ქვეყნებში პროსტიტუცია კანონით აკრძალულია), დღეისთვის გერმანია სექს-ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია, უწყვეტი ნაკადით მოედინებიან ამ ქვეყანაში სექს-ტურისტები და სექს-მუშაკები მთელი მსოფლიოდან, მოგზაურობას უზრუნველყოფს სპეციალური ტურსააგენტოები, რომლებიც არჩევენ მარშრუტს, მაგალითად 6 დღეში შესაძლებელია 9 კლუბის მონახულება გერმანიის მსხვილ ქალაქებში.

image

თუმცა ბაზრის დიდი ნაწილი მაინც ჩრდილშია მოქცეული, ხელისუფლებამ აღიარა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარია მინიმუმ 400 000 სექს-მუშაკზე, რომლებიც დღეში მილიონ კლიენტს ემსახურებიან.


მას შემდეგ, რაც ბიზნესი ლეგალური გახდა, ქვეყანაში ამოქმედდა ახალი ფორმატი, მაგალითად მეგაბორდელები, უზარმაზარი კომპლექსები, სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული.მათ შორის ყველაზე ცნობილია:Artemis ბერლინში, Pascha კიოლნში, Paradise შტუდგარტში, Babylon-ი ჰამბურგში და ასე შემდეგ.

image


0
433
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0