x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა განათლების მინისტრს პარლამენტში
image
საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა განათლების მინისტრს პარლამენტში.

მან ისაუბრა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქართულ განათლების სისტ
ემას წაწევს წინ, ამგრამ არა იმდენად, რომ საბოლოოდ გავიდეთ გვირაბში და დავინახოთ სინათლე.

ჩემი მოკრძალებული აზრით საქართველოში განათლების სისტემას არ ეშველება მანამ, სანამ განათლების დონის ამაღლება იმპერატიულად დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ხელფასის მატებაზე.(ყოველ შემთხვევაში სანამ ასე გვეგონება) ამას იმიტომ ვამბობ რომ ხელფასის მომატებით არცერთი მასწავლებელი არ გახდება უფრო კომპეტენტური, ვიდრე იყო.

ჩემი აზრით, ამ სისტემაში მთავარი ის არის რომ მასწავლებლები ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლა შეაყვარონ. სისტემა ვერ ხსნის თუ რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა კონკრეტული საგანი, ვერავინ ეუბლება რატომ უნდა უყვარდეს ფიზიკა, რადგან ფიზიკა მას ჰგონია უბრალოდ ტექსტი და სიმბოლოების ნაკრები, როდესაც სინამდვილეში ფიზიკა ისწავლება მხოლოდ პრაქტიკით! აბა შევადაროთ პრაქტიკული გაკვეთილების მიმართ ინტერესი და უბრალო გაკვეთილის მიმართ. იგივე ითქმის სხვა საგნებზეც.


სკოლის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ არ უნდა ამბობდეს ადამიანი რომ სკოლაში ნასწავლი მასალა არაფერში გამოადგა. სკოლაში ნასწავლი მასალა უნდა ახსოვდეს და ადგებოდეს ლამის მთელი ცხოვრება.

პრინციპულად არის შესაცვლელი ბავშვების მიმართ მიდგომები, რადგან ბავშვები დღევანდელი სოციალური ქსელიდან სამჯერ მეტს იგებენ და სწავლობენ, ვიდრე სკოლაში, რაც მხოლოდ იმით არის გამოწვეული რომ სკოლა ვერ უწყობს ფეხს განვითარების თანამედროვე ტემპს და მაჩანჩალას პოზიციაში რჩება.

ჩემი აზრით ძიირითადი პრობლემა მაინც მასწავლებელია, რადგან(არავის მინდა შეურაცყოფა მივაყენო მაგრამ) დღევანდელი მასწავლებლების დიდი ნაწილი სწორედ იმ პერიოდიდანაა, როდესაც საბჭოთა კავშირი ადამიანებს ზრდიდა ერთნაირ მოქალაქეებად. შეუძლებელია იმდროინდელმა მასწავლებელმა ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და სისტემას დაეხმაროს ახალი რეფორმების გატარებაში და მოსწავლეები აღიქვას ინდივიდებად!

თუ სწორად ვიცი ქვეყანაში ლამის აღარ არსებობს პედაგოგიური ფაკულტეტი. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა დროს პედაგოგიკააო, მაგრამ სწორედაც რომ ახლა არის საჭირო, რადგან ნებისმიერი რეფორმა უნდა დაიწყის სტუდენტიდან, რომელიც მომავალში ბავშვებს უნდა ასწავლიდეს. სკოლაში ნებისმიერი ახალი რამ უნდა შეიტანოს მასწავლებელმა და არა ვიღაც მინისტრმა სადღაც ზევით.

კორუფციაზეც იყოს საუბარი და აუცილებლად უნდა ვთქვათ: ძირითადად რეპეტიტორობენ ის ადამიანები, ვინც პარალელურად სკოლაშიც ასწავლიან სწორედ მანდ ჩნდება კოპუფციის რისკი, რადგან შეიძლება იყოს შემტხვევები, როდესაც მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ იყოს მიკერძოებული რომ კონკრეტული მოსწავლე მასთან ემზადება დამატებით. ჩემი აზრით ეს იგულისხმა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში და არავითარ შემთხვევაში არ მიუტანია იერიში რეპეტიტორებზე. ვისაც აქსვს საშუალება ცხადია უნდა იაროს ვისთანაც უნდა და იხადოს ფული, მაგრამ კორუფციის რისკი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს.

სულ რომ მასწავლებლებზე არ გადავტეხო ჯოხი იმასაც ვიტყვი რომ მასწავლებლები ზედმეტად არიან დატვირთული ბიუროკარატიული საქმეებით და ნაკლებად რჩებათ დრო ბავშვებთან საურთიერთოდ. მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს განვითარებაზე, მაგრამ მას მხოლოდ იმიტომ რომ 2 კაპიკით მოემატოს ხელფასი არ უნდა უწევდეს მილიონი სისულელის კეთება! მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელფასი და შესაბამის საქმეს უნდა აკეთებდეს.

ის კი არ უნდა გვიხაროდეს რომ გამოცდები არ იქნება, არამედ ის რომ გამოცდა აღარ დაგვჭირდეს ცოდნის დასამტკიცებლად.


ავტორი: ბაჩო ცალანი

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:სიმონა
სიმონა
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0