x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორმაგი ტყუილი. ყველაზე უცნაური ბრძოლა ისტორიაში

I მსოფლიო ომის დასაწყისში, ბრიტანული სამგზავრო ხომალდი «Carmania», სამხედრო ფლოტის დასახმარებლად, საომარ კრეისერად გადააკეთეს. გემი გერმანელებისგან რომ დაეცვათ, ინგლისელებმა იეშმაკეს და ისე შენიღბეს, რომ ის გერმანული სამგზავრო ლაინერის – «Cap Trafalgar»-ისგან არაფრით განსხვავდებოდა.


image
ინგლისელების გეგმამ გაამართლა. 1914 წლის 14 სექტემბერს, ყოფილ «კარმანიაზე» მყოფმა ინგლისურმა ეკიპაჟმა, ბრაზილიის სანაპიროებთან «კარ ტრაფალგი» ჩაძირა, რომელიც გერმანელებმა, ასევე დაცვის მიზნით, ბრიტანული სამგზავრო ლაინერის «კარმანიას» სახით შენიღბვეს! გერმანელების გემას ნამდვილად არაფერი ემუქრებოდა, რომ არა ინგლისური გემის კაპიტანი ნოელ გრანტი, რომელმაც თავისი გემის ორეული კუნძულის ერთ-ერთ ყურეში აღმოაჩინა.

ბრძოლა «სამგზავრო ლაინერებს» შორის ხანმოკლე იყო, – დაახლოებით, 1 საათს გრძელდებოდა. პირველად ცეცხლი ინგლისელებმა გახსნეს და გერმანელებმაც მაშინვე უპასუხეს. გერმანულ გემზე, 79 ყუმბარის მოხვედრის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა. მისი კაპიტანი შეეცადა, ის თავთხელზე შეეგდო, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია. ლაინერი გვერდძე გადაიხარა და 20 წუთში ჩაიძირა.

იმის გამო, რომ ორივე გემი ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა, მათ შორის მომხდარი ბრძოლა, «ტყუპების ბრძოლის» სახელით შევიდა ისტორიაში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან
* სტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)

* 25 წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი


0
331
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0