x
image
Teklamaisuraze
"ჩემი ინიციატივით დაიწყო სამების დიდებული საკათედრო ტაძრის მშენებლობა, "ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან
image

კათალიკოს - პატრიარქთან საუბარმა, და შემდეგ მასთან შეხვედრებმა, სხვა სიმშვიდე და სინათლე შემოიტანა ჩემს სულში. მოვინათლე კიდეც. ჩემი ნათლია ილია მეორე გახდა, ჩემი ნათლობის სახელი გიორგი. ვერ ვიტყვი რომ ღრმად მორწმუნე გავხდი , მაგრამ სული ჩემი ისწრაფვის ღვთისკენ. 1995 წელს სწორედ ილია მეორისა და ჩემი ინიციატივით დაიწყო სამების დიდებული საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ვამაყობ რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ ტაძრის მშენებლობაში. რომელიც კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საქართველოს მოსახლეობის შენაწირით აშენდა. ადგილი ერთად შევარჩიეთ. ტაძარი მთელი ქვეყნიდან შესანიშნავად ჩანს. ჩამოვაყალიბოთ ფონდი. დასაწყისისათვის პირველი მილიონნახევარი პრეზიდენტის ფონდიდან მე გამოვყავი. ფონდში ვისაც რა შეეძლო შეჰქონდა მაგრამ თანხა კი მაინც არ კმაროდა.


image

imageimageimage



გადავწყვიტე დახმარებისათვის ქართველი ბიზმესმენებისათვის მიმემართა. მათთან საშუამავლოდ მაშინ საქართველოში ნაკლებად ცნობილ, მაგრამ რუსეთის მასშტაბით ერთ_ერთ წარმატებულ ქართველ ბანკირს, ბიძინა ივანიშვილს მოვუხმე. ვთხოვ იქნებ ორგანიზება გაუკეთოთ ქართველ ბიზმესმენებს რომ ტაძრის აშენება ქართულმა ბიზნესმა ითაოს მეთქი. ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან დააამანაც მათქმევინა. მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ ძირითად ტვირთს თავის თავზე სწორად ის აიღებდა. მითხრა ორიოდე დღე მადროვეთ, შევისწავლი ყველაფერს და დაგირეკავთო. მართლაც ორ დღეში დამირეკა, მერე მოვიდა და მითხრა.“ მე დავაფინანსებ ტაძრის მშენებლობას, დაფინანსება კი იმაზე უფრო მეტი იქნება ვიდრე გგონიათ. " მართლაც მშენებლობა ათეულობით მილიონზე მეტი დაჯდა.


image

ეს ამბავი მაშინ არ გახმაურებულა. რადგან ბიძინა ივანიშვილი იმ ქართველი მეცენატების ტრადიციას აგრძელებს, რომლებიც ჩუმად უხმაუროდ ეხმარებოდნენ ქართულ კულტურას. ივანიშვილის მსგავსად ბევრმა მოქალაქემაც არ ისურვა ვინაობის გაცხადება.

სხვებმაც შეიტანეს შეძლებისდაგვარად თავიანთი წვლილი , ბავშვებმა ჯარისკაცებმაც, “ სამების " მშენებლობა მართლაც სახალხო მშენებლობად იქცა.

9 წელი შენდებოდა ეს ტაძარი. მახსოვს როცა გუმბათი აღმართეს, რა სიხარულით ყმაწვილივით ავიარე ვიწრო კიბე.

შესანიშნავი არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი, ტაძრის პროექტის ავტორი. იგი ქვეყნის ისტორიაში შევიდა. imageimage

ტაძარი მართლაც დიდებული გამოვიდა. მისი სიმაღლე 98 მეტრია, სიგრძე 70 მეტრი ხოლო სიგანე 64 მ. ფართობი 5000კმ. ტაძარში 9 ეკლესიაა და 12 სატრაპეზო, მისი გუმბათის მოოქროვილი ჯვარი 7 მ სიმაღლისაა . ტაძრისთვის 9 ზარი და მათ შორის 8200 კგიანი დედაზარი გერმანიაში ჩამოისხა . სამება მართლაც საქართველოს ლოცვაა, ქვასა და მარმარილოში განსხეულებული . 2004 წლის 23 ნოემბერს ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა . მე ვიდექი მრევლს შორის და ვგრძნობდი სულიერ სიმშვიდეს . ვიდექი და ვლოცულობდი ჩემი ოჯახისათვის, შვილების და შვილიშვილებისათვის, ჩემი ქვეყნისათვის, ნანული ელოდა ამ დღეს, მაგრამ ვერ მოესწრო.

image

1
116
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
116
  
2019, 9 თებერვალი, 15:14
იმ სიმართლით გაცხონოს ღმერთმა შე ქვეყნის მტერო, იმედია გოგირდში იხარშები შენი ქმედებების გამო. :(
0 1 1