x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაკედონია ნატოს რიგებში მიიღეს-რუსეთი უკმაყოფილოა
image

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, რომელმაც სახელი შეიცვალა საბერძნეთთან მოლაპარაკების შემდეგ, ნატოში რიგებში შედის. 6 თებერვალს, ბრიუსელში გაფორმდა "მიღების ოქმი", თუმცა მაკედონიის საბოლოოდ ნატოს რიგებში შესვლა ერთ წელიწადში დასრულდება.



კიდევ ერთი სლავური ქვეყნის ნატოში შესვლა განიხილება, როგორც რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კიდევ ერთი კრახი, რომელიც ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია და მეტიც მის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.


თუმცა, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ რუსეთი ეცდება მაკედონიასა და საბერძნეთს შორის შეთანხმება ჩაშალოს.



ამასობაში კი, სანამ მაკედონიას ალიანსში საბოლოოდ მიიღებენ, მისი წევრობა ერთ წელიწადში ნატოს ყველა, 29 წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.


ამრიგად, ნატოს საზღვრები სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამი სლავური ქვეყანაღა დარჩა, რომელიც ნატოს წევრი არ არის, ესენია სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა და კოსოვო.


სლოვენია ნატოს წევრი 2004 წელს გახდა, ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, ჩერნოგორია 2017 წელს, სერბეთი არ აპირებს ნატოში შესვლას, პირიქით მოსახლეობის უმეტესობა ამის წინააღმდეგია, რადგან ნატო მათ მტრად მიაჩნიათ ბოსნიის ომის დროს 90-იანი წლების შუა ხანებში და კოსოვოს დაბომბვის დროს 1999 წელს.რაც შეეხება ბოსნია ჰერცოგოვინას, ის ნატოს წევრობის ოფიციალურ კანდიდატად ითვლება, თუმცა მისი წინააღმდეგია სერბთა ფედერაციული დანაყოფი.

0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0