x
image
პროფესორი
რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება უფრო ღრმა ფაზაში გადადის
image

რუსეთის თავდაცის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მოსკოვი შექმნის ორი ტიპის ახალ სარაკეტო სისტემებს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ საეტაპო ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის დაგეგმილ გასვლაზე საპასუხოდ.



გადაწყვეტილება, გავიდეს საბჭოთა კავშირთან 1987 წელს ხელმოწერილი, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF) ხელშეკრულებიდან, ვაშინგტონმა მიიღო მას შემდეგ, რაც არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი მის დარღვევაში. ხელშეკრულებით ორივე ქვეყანას ეკრძალება ევროპაში მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსება.



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი იწყებს ხელშეკრულებიდან გასვლის 6-თვიან პროცესს. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 თებერვალს გამოაცხადა, რომ მოსკოვი გადის ხელშეკრულებიდან და დაიწყებს მუშაობას იარაღის ახალ ტიპზე, რომელიც დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ აკრძალვებს.

5 თებერვალს შოიგუმ რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთმა მომდევნო ორ წელიწადში უნდა განავითაროს ორი ტიპის ახალი სარაკეტო სისტემები.

მისი სიტყვებით, 2020-2021 წლებში რუსეთმა უნდა „განავითაროს საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ კომპლექსის სახმელეთო ვარიანტი გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტებით“ და ამავე პერიოდში შექმნას „სახმელეთო კომპლექსი გრძელი რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტით“.



image

1
220
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
220
  
2019, 8 თებერვალი, 1:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1