x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ობობა, რომელსაც საკუთარი შხამი ჭამს
რეკლუზაფოტოზე: Loxosceles reclusa


ობობა, რომელიც ამერიკაში ბინადრობს და რომლის ლათინური სახელწოდებაა Loxosceles reclusa, იმდენად ძლიერი შხამის მატარებელია, რომ მას საკუთარი შხამი სხეულსაც კი უნადგურებს: უჯრედების მემბრანებს უჭამს და სისხლის მარაგს უმცირებს.


ამერიკაში ამ 6-დან 20 მილიმეტრამდე სიდიდის ობობას შხამით ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ზარალდება.


1984 წელს ნეშვილში მდებარე ვანდერბილტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანტიდოტი იპოვეს, რომელიც Loxosceles reclusa-ს შხამის მოქმედებას ბლოკავს და ეს ობობა ამის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ვეღარაფერს ვეღარ აზიანებს. თუმცა, მთავარი პრობლემა არის სწორი დიაგნოსტირება. Loxosceles reclusa-ს ნაკბენი ძალიან ჰგავს ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექციას და ექიმებიც პირველადი დათვალიერებისას შეცდომით სწორედ ოქროსფერი სტაფილოკოკის დიაგნოზს სვამენ ხოლმე, რადგან აღნიშნული დაავადება Loxosceles reclusa-ს ნაკბენზე უფრო ხშირად გვხვდება.



ნაკბენი თავდაპირველად უმტკივნეულოა და მცირე ზომის. დროთა განმავლობაში (კბენიდან 2-8 საათში) სულ უფრო მტკივნეული ხდება. 12-დან 36 საათის ვადაში იზრდება დანესტრილი ფართობიც და ტკივილიც, ხოლო რამდენიმე დღეში ნაკბენი ნეკროზული ხდება.


შემდეგ მოდის ისეთი სხვა გართულებებიც, როგორებიცაა გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა და თავის ტკივილი. შემდეგ კი ვითარდება სეფსისი და დგება სიკვდილი.


დამამშვიდებელი ისაა, რომ ადამიანი Loxosceles reclusa-ს ნაკბენით ყოველთვის არ კვდება. გარდა ამისა, ობობა საკუთარ შხამს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს: მაშინ, როცა ხედავს, რომ გაჭყლეტის საფრთხე ემუქრება.

ნაკბენიფოტოზე: Loxosceles reclusa-ს კბენის შედეგად დანეკროზებული ფეხი

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0