x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა გამოიწვევს დედამიწის აღსასრულს?

image
როგორც სხვა ყველაფერი, დედამიწაზე არსებული სიცოცხლეც ოდესმე განადგურდება. მაგრამ რამდენი ხანია დარჩენილი მანამდე ან რას შეუძლია, მთელი პლანეტა უნაყოფოდ აქციოს?ნამარხების არქივი გვამცნობს, რომ დედამწამ თავისი არსებობის პერიოდში გაუძლო გამყინვარებებს, კოსმოსიდან შემოჭრილი ქვის ნატეხების წვიმებს, მასიურ მოწამვლას და სასიკვდილო რადიაციასაც კი. აშკარაა, რომ დედამიწის სრული სტერილიზაცია ძალიან ძნელია, თუმცა პოტენციური აპოკალიფსების დეფიციტსაც არ განვიცდით. რომელი მათგანი აქცევს პლანეტას უნაყოფოდ?
ვულკანური აპოკალიფსი
სიცოცხლეს სრული განადგურების ყველაზე რეალური საფრთხე 250 მილიონი წლის წინ დაემუქრა, პერმული პერიოდის ბოლოს მომხდარი მასიური გადაშენებისას. ამ მოვლენამ მოსპო ხმელეთის სახეობების 85% და ოკეანეში მობინადრეთა 95%. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ შემთხვევითობა არ უნდა იყოს, რომ გადაშენება დაემთხვა ვულკანების აპოკალიფსურ დონეზე გააქტიურებას. მაშინ ციმბირში ადგილი ჰქონდა ისეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ აქტიურობას, რომ ლავამ დიდ ბრიტანეთზე რვაჯერ დიდი ფართობი დაფარა. ამ მასშტაბის ვულკანური აქტივობა იშვიათია, თუმცა არა უნიკალური.არავინ იცის, შემდეგი ეპიზოდი როდის იქნება, ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის გეოლოგი ჰენრიკ სვენსენი. მსგავსი ამოფრქვევები მოხდა 200, 180 და 65 მილიონი წლების წინ, ამიტომ მათ რეგულარული ხასიათი არ აქვთ. თუმცა ოდესმე ისევ მოხდება და მთავარი ის იქნება, საიდან ამოხეთქავს.
ასტეროიდების საფრთხე
დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ასტეროიდები და დინოზავრები ერთმანეთს ვერ ეწყობიან. თუკი მასიურმა ასტეროიდმა ამოწყვიტა მსოფლიოს ყველა მსხვილი დინოზავრი, შესაძლებელია თუ არა, მისმა მსგავსმა სიცოცხლე გააქროს?ისევ და ისევ, ეს დამოკიდებულია იმაზე, სად დაეცემა. ვიცით, რომ დედამიწაზე საკმაოდ მსხვილი ასტეროიდები ჩამოცვენილა, მაგრამ სიცოცხლის გამანადგურებლის სტატუსი არ მიუღიათ.კანადაში მდებარე მანიკუაგანის კრატერი – პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი უდიდესი შეჯახების კვალი – 215 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.
ბირთვის გაყინვა
განვიხილოთ 2003 წლის ფილმი „ბირთვი” შინაარსის მიხედვით, დედამიწის ბირთვმა მოულოდნელად შეწყვიტა ბრუნვა, ამიტომ აშშ-ის მთავრობა გეგმავს, ბირთვამდე გათხაროს ორმო და პროცესი ხელოვნურად განაგრძოს – რადგან აქტიური ბირთვის გარეშე დედამიწა დაკარგავს მაგნიტურ ველს და სიცოცხლის ყველა ფორმას საფრთხე შეექმნება.ფილმი მეტწილად სისულელეა და მეცნიერებისგან დაცინვაც საფუძვლიანი იყო. თუმცა ყველა მეცნიერულ საკითხში არ ცდება. მკვლევართა ნაწილი მართლაც თვლის, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მიმართულებას უცვლის მზისგან მომავალ იონიზირებულ ნაწილაკებს, რომლებიც სხვაგვარად პლანეტას ატმოსფეროს გარეშე დატოვებდნენ. თუკი მათი მოსაზრება სწორია, მაშინ მაგნიტური ველის გარეშე ატმოსფეროსაც დავკარგავთ და სიცოცხლესაც.მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო მარსზე, რომელიც ერთ დროს უფრო სტუმართმოყვარე იყო სიცოცხლისთვის, ვიდრე დედამიწაა ამჟამად.შესაძლოა გსმენიათ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება. მაგრამ არ აღელდეთ: მიზეზი ისაა, რომ მაგნიტური ველი მიმართულებას იცვლის და არა ის, რომ ქრება. მსგავსი ცვლილებები პერიოდულად, რამდენიმე მილიონ წელში ერთხელ ხდება. დედამიწის მაგნიტური ველის გასაქრობად ბირთვი სრულად უნდა გამყარდეს. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ნაწილია მყარი, გარე შრე კი თხევადია. „[შიდა ნაწილი] წელიწადში ერთი მილიმეტრით იზრდება”, ამბობს ჰარისონი, თხევადი გარე შრე კი 2300 კმ სისქისაა.
გაფართოებადი მზე
ჩვენი მშობლიური ვარსკვლავი სინათლით გვანებივრებს და ენერგიით ასაზრდოებს დედამიწის თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმს. მაგრამ ყოველთვის ასეთი მეგობრული არ იქნება. მზე ნელ-ნელა ხურდება. საბოლოოდ იმ დონეზე გაცხელდება, რომ ააორთქლებს დედამიწის ოკეანეებს და გამოიწვევს უკონტროლო სათბურის ეფექტს. ეს პროცესი შეიძლება მილიარდ წელიწადში დაიწყოს და მას მხოლოდ ყველაზე გამძლე მიკროორგანიზმები გადაურჩებიან.აგრამ ეს ყველაფერი არ არის. 5 მილიარდი წლის შემდგომ მზე გაფართოვდება და წითელი გიგანტის ფაზაში შევა. 7.5 მილიარდ წელში მისი ზედაპირი გაცდება დედამიწის ამჟამინდელ ორბიტას. ასე რომ გაფართოებადი მზე შთანთქავს და გაანადგურებს დედამიწას.გამოითქვა აზრი, რომ დედამიწა შეიძლება გადარჩეს. მზე ზრდასთან ერთად მასას დაკარგავს, ამიტომ დედამიწა უკან დაიხევს. მაგრამ 2008 წელს ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, ეს საკმარისი მაინც არ იქნება.თუ ეს სცენარი განხორციელდა და დამიანები ისევ იარსებებენ, შესაძლოა ჰქონდეთ საიმისო ტექნოლოგია, რომ დედამიწას მდებარეობა შეუცვალონ და უსაფრთხო რეგიონში მოათავსონ. სხვაგვარად დედამიწაზე სიცოცხლეს მაქსიმუმ 7.5 მილიარდი წელი აქვს დარჩენილი.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი მეცნიერულ კვლევებიდან გამომდინარეა ნათქვამი, თუმცა როდესაც დედამიწის აღსასრულზე ვსაუბრობთ რელიგიურ კონტექსტსაც უნდა დავუბრუნდეთ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ და აპოკალიფსი ახლოსაა.

image

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:თეა დავითაია
თეა დავითაია
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0