x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კაცი, რომელმაც 2,4 მილიონზე მეტი სიცოცხლე იხსნა
ჯეიმს ჰარისონიფოტოზე: ჯეიმს ჰარისონი


81 წლის ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი მისი სიცოცხლის ბოლო 60 წლის მანძილზე კვირაში ერთხელ მიდის დონაციის ცენტრში და სისხლს აბარებს.


როგორც ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სამსახური აცხადებს, ამგვარად ჰარისონმა 2, 4 მილიონზე მეტი სიცოცხლე იხსნა.


საქმე იმაშია, რომ ჯეიმს ჰარისონის სისხლი უნიკალური თვისების მატარებელია, გამოიმუშავებს რა ანტისხეულებს, რომელთა მეშვეობითაც ეგრედწოდებული ანტი-D ინექციის შექმნაა შესაძლებელი, რითაც ჰემატოლოგები რეზუს-კონფლიქტს და ნაყოფის ჰემოლიზურ დაავადებას ებრძვიან.



რეზუს-კონფლიქტი და მისი თანმდევი ჰემოლიზური დაავადება წარმოიშობა მაშინ, როცა დედის ორგანიზმი ნაყოფს შეცდომით უცხო სხეულად აღიქვამს და იწყებს მასზე თავდასხმას.


ეს კონფლიქტი იწყება იმ შემთხვევაში, თუ დედას რეზუს-უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს, ხოლო ნაყოფს – მამისგან მემკვიდრეობით მიღებული რეზუს-დადებითი ჯგუფის სისხლი. დედის სისხლსა და ნაყოფის სისხლს შორის მუდმივად ხდება ნივთიერებათა მიმოცვლა, ნაყოფის სისხლი ხვდება დედის სისხლში და პირიქით, ხოლო რეზუს-კონფლიქტის დროს დედის ერითროციტები თავს ესხმიან ნაყოფის ერითროციტებს. თუ რეზუს-სისხლის მქონე დედის სისხლში ხვდება ნაყოფის რეზუს+ სისხლის ერითროციტები, დედის იმუნური სისტემა ამ მისთვის უცნობ პროტეინს და ამ პროტეინის მატარებელ ერითროციტებს აღიქვამს უცხოდ და იწყებს მათ წინააღმდეგ რეზუს-ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთა საშუალებითაც ხდება ნაყოფის რეზუს+ ერითროციტების მასიური დაშლა – ვითარდება რეზუს-კონფლიქტი და იწყება ნაყოფის ჰემოლიზური დაავადება, რაც ნაყოფის სიკვდილითაც კი შეიძლება დასრულდეს.


ჯეიმს ჰარისონის მსგავსი უნიკალური სისხლი აქვს 400 ათასიდან მხოლოდ 1 ადამიანს, ხოლო დღეისათვის ასეთი ადამიანების რაოდენობა მთელ პლანეტაზე არ აღემატება 2000 ინდივიდს.


1967 წლამდე ავსტრალიაში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი სიცოცხლის პირველივე წლებში იღუპებოდა, თუმცა ექიმებმა მაშინ არ იცოდნენ, რატომ. რეზუს-კონფლიქტზე იმ პერიოდის მედიცინას წარმოდგენა არ გააჩნდა. შემდეგ დაადგინეს პატარების სიკვდილის მიზეზი, თუმცა ის ორიოდე ათეული ადამიანი, ვისაც ავსტრალიაში ჯეიმს ჰარისონის მსგავსი უნიკალური სისხლი გააჩნდა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უარს აცხადებდა სისხლის დონორობაზე.


ასე იხსნა ჯეიმს ჰარისონის მიერ 60 წლის მანძილზე უანგაროდ გაღებულმა სისხლმა 2, 4 მილიონი სიცოცხლე.


ჯეიმს ჰარისონი ავსტრალიის გმირად არის გამოცხადებული; ათწლეულების მანძილზე უანგაროდ სისხლის გაღების გამო მას მიღებული აქვს საკუთარი ქვეყნის უამრავი პრესტიჟული სახელმწიფო ჯილდო.

ჯეიმს ჰარისონიფოტოზე: ჯეიმს ჰარისონი სისხლის გადასხმის ცენტრში ახორციელებს მისთვის ჩვეულ საქმიანობას: ეხმარება პატარებს სიცოცხლის შენარჩუნებაში

0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0