x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ლუკა კუხიანიძე ინტერვიუზე თანახმაა, იხილეთ მწერლის ინტერვიუ
ლუკა კუხიანიძე

— რატომ ვართ ქართველები ასეთი ფანატიკოსები რელიგიის მიმართ?


— ამ შეკითხვას შინაარსი არ გააჩნია, რამდენადაც რელიგიური ფანატიზმი დამოკიდებულია რელიგიის აბსოლუტიზმზე, მაგრამ მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ამას ვერ იგებთ, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდეთ. კითხვას სვამთ რელიგიურ ფანატიზმზე, მაგრამ უტრირებულია ისე, რომ უფრო მაფიქრებთ საზოგადოებაზე.
სიმართლე გითხრათ, ყველა რელიგიას არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით სამს კარგად ვიცნობ, ორს ისე, რომ დისპუტი შემიძლია, ერთს კი სრულყოფილად. მაგალითად ბუდისიტებს დალაი-ლამა ჰყავთ. პირველი დალაი ლამა თუ სწორად მახსოვს 1300-იან 1400-იან წლებში დაიბადა, ბოლო კი 1937 წელს. დღემდე ცოცხალია, მაგრამ როგორც ვიცი, დევნილი. მათ აქვთ რეინკარნაციის რწმენა და ისინი უფრო ემხრობიან აზრს, რომ მე კი არ ვარ სიკვდილის იქეთ, არამედ სიცოცხლეში სიკვდილიდან.
შემიძლია უსასრულოდ მოგიყვანოთ მაგალითები იმის თაობაზე, როგორ განსხვავდებიან რელიგიები ერთმანეთისგან, მაგრამ საბოლოოდ ეს არანაირ შედეგს არ იძლევა და კითხვა მაინც ამოუხსნელი დაგვრჩება.
თქვენი კითხვის პასუხი ქრისტიანობაშია. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს, კვირის ნებისმიერ, ადამიანები დასხდნენ და აი, მაგალითად თქვენ, მანანას, მოგისმინეს და გადაწყვიტეს ხვალიდან რელიგიაში რაღაცები ბოლომდე არ უნდა გავისიგრძეგანოთო. თუმცა აქვე ვამბობ, რომ ეს ისედაც, მე მეჩვენება, ასეა. და აიღეს ათი მცნება და დახედეს არა კაცს კლა - გასაგებია, მაგრამ ეს არ იმრუშო... რატომ, კი მაგრამ? პატივი ეცი დედას გასაგებია, მაგრამ პატივისცემა რა არის? და ა.შ. საბოლოო ჯამში მივიღებთ სწორედ იმ სურათს, რომ ადამიანები იქნებიან ქრისტიანები, მაგრამ ქრისტეს მოძღვრებიდან მხოლოდ იმას დაიცავენ, რისაც უნდათ.
ახლა პასუხის მეორე ნაწილიც მოისმინეთ და პასუხი სრულყოფილი გამოვა. ალბათ წაგიკითხავთ ძველიც და ახალი აღთმაც და იცით, რომ ღმერთია ყოველივე. იგი, რომელიც შენს სიცოცხლეშიც არის და შენს სიკვდილშიც, რომელიც მოგკითხავს შენს ცხოვრებას. ქრისტიანობა ითხოვს, რომ მისი ან ბოლომდე უნდა გწამდეს, ან საერთოდ არ გწმდეს, ნახევარრწმენა ურწმუნოებაზე უფრო დანაშაულებრივია, ვიცით ეს.
ასე რომ, მე მგონი, მართლაც ფანატიკოსები რომ ვიყოთ, სამყარო უფრო შეფერადებული და ფერდასმული იქნებოდა. მანანა, თქვენ თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ანაზდეულად, ხვალ, ვიღაც გამოვილის ქუჩაში და დაინახავდეს თუ არა მათხოვარს, დანანება ფული, მაგრამ ღმერთის არსებობა შეაშინებს და მაშინვე დაეხმარება? ან, მეორე ლოყას მიუშვერს ვისმე ქართველი? სად არის რელგიური ფანატიზმი, მე ჩვენს ქვეყანაში ამას ვერ ვხედავ. რასტამანები არიან ძალიან მიმდევარები თავიანთი რელიგიის მიმართ და შედეგებიც საყოველთაოდ ცნობილია, თუნდაც ხელოვნებიდან. ჩვენ ასეთები არ ვართ. ფანატიზმს იმას ნუ დავარქმევთ, რომ შუახნისა და მოხუცებული ადამიანები უაზროდ უჯერებენ თავიანთ მღვდლებს, ეს უფრო უმეცრების ქვეთეტიკაა, ვიდრე რელიგიური ფანატიზმი.


— წიგნების კითხვა რატომ არ გვიყვარს?



— ეს სწორი სტატისტიკაა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა მართლაც არ გვიყვარს, მაგრამ ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და მრავალ რამეს ესაძირკველება, მათ შორის, უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ ეკონომიკაზეც. თუმცა პასუხს ახსნითი ნაწილით არ გავაგრძელებ, მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანები რატომ უნდა იყვნენ გატაცებულნი წიგნის კითხვით. საზოგადოებათა ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ მხატვრული ლიტერატურა ეს არის განათლება, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან. წიგნს უნდა კითხულობდეს ადამიანი, რომელსაც წიგნის კითხვა უყვარს, სხვა მხრივ, ჩვენ ძალდატანებით სწორედ ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორსაც წაუკითხველობით მივიღებდით, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ სიტყვის მარაგის გაზრდა არ არის.


— არ ფიქრობთ, რომ არსებობს წიგნები, რომელიც ადამიანს „აუცილებლად წაკითხული უნდა ჰქონდეს“?


— ალბათ არსებობს, ოღონდ არა იმ გამიზეზებით, რომ სირცხვილია, ან რაიმე ისეთი ნაწარმოები აუცილებლობს, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაზე რაღაც გავლენა უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, ამ საუკუნეში, ესე იგი, ჩვენს დროში, რომელიც გარდატეხისაა, ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ გმირთა ენით, ალეგორიებით, ამის გასაგებად, ალბათ, აუცილებელია, ამ დონეზე ვეთანხმები მხოლოდ ამ აზრს. ამ აზრამდე კი ჩემმა იმ დაკვირვებამ მიმიყვანა, რომ ადამიანები წიგნებს ერთხელ კითხულობენ, ბოლომდე აზრი ვერ გამოაქვთ და რამდენიმე წელიწადში დავიწყებასაც აძლევენ; ასე რომ, ადამიანები ახერხებენ კარგად ცხოვრებას განათლების გარეშე და მათი დევნის ბერკეტები არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს, ამიტომ მივიღოთ ეს ადამიანები და ახსნა გამოვიგონოთ.


— თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, როგორი მდგომარეობაა ლიტერატურაში?


— ძალიან ზოგადი შეკითხვაა, მაგრამ გიმართლებთ, ვინაიდან არანაირი. ქართული ლიტერატურის შედეგიანობისა ძლიერად მეშინია, გამომცემლები ძირითადად ფინანსებზე არიან ორინეტირებულნი, რაც გვაძლევს იმ შედეგს, რომ მწერლებიც ფინანსებზე ორიენტირებულნი ხდებიან. ქვეყანაში, სადაც წიგნის მაღაზია ორმოც პროცენტს ითხოვს, არ მგონია, რომ ადამიანებს მწერლობა სურდეთ. ნიჭერი ადამიანები იოლად იბეზრებენ წერას, შიმშილისა და ოცნების ძალდაძლევით, უნიჭო ადამიანებს კი მხოლოდ ერთი ადგილი რჩებათ და იმასაც გემრიელად ეპოტინებიან, რომელიც მწერლობაა. რაც შეეხება ბელეტრისტიკის ხარისხსს, ვკითხულობ ყველაფერს, რაც გამოდის, ეს ძლიერად მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ არაფერი არ მომწონებია კარგა ხანია, ზოგი წიგნი ოცი გვერდის შემდეგ აღარ წამიკითხავს. ზოგზე კი გულრევა დამეწყო, რადგან მთლიანად რედაქტორის გასწორებული იყო, ეს იგრძნობოდა, ვინაიდან დედანიც არსებობდა მანამდე. ქართული თანამედროვე ლიტერატურის ხასიათის ერთ მეორედს რედაქტორები წარმოადგენენ. როდესაც დრო გავა, მართებული იქნება, თუ ჩვენ მადლობას გადავუხდით რედაქტორებს, ნაცვლად იმისა, მადლობები და რევერანსები მწერლებს ვუკეთოთ სხვთაშორის გასულ წელს სასამართლო მოვიგეთ ჩემი საავტორო უფლებებით, ასეთი რამეც ხდება.


— არსებობს ავტორი წამხედურობის გარეშე?


— დანამდვილებით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ამ პასუხზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ, ალბათ, — არა. ყველანი მაინც განმმარტებლები ვართ არსებული ჭეშმარიტებისა და ეპოქალურ ხასიათს ვაძლევთ, მაგრამ არსებობს წამხედურობა, რომელიც დანაშაულებრივია.
ლუკა კუხიანიძე


— ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე გვიამბობთ რამეს?


— არ მგონია ადამიანებს, რომელნიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდებიან, რაიმე ჰქონდეთ მოსაყოლი.


— რატომ არ იღებთ ლიტერატურულ პრემიებს?


— იმიტომ რომ ჩემი ლიტერატურა ფსიქოპათოლოგიას, ზოგად ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას თუ რასაც არ უნდა მოიცავდეს, მაინც უბრალოა, ეს არის ტექსტის მთავარი ვერბალიზაცია. მსოფლიოს ორი მესამედი მოსახლეობისა წიგნს კითხულობს რეკომენდაციით. ამის გამოისობით კი გვესმის ფრაზები „ვერ გამიგია, ნობელის პრემია რაში მიიღოო“; საქართველოც არ არის გამონაკლისი, რაც მეტ პრემიას ვიღებ, მით მეტად ვექცევი იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთაც ჩემს ტექსტებს მიმართ სიყვარული კი არა, გამოსაცდელი ინტერესი აქვთ. ასეთ ადამიანებს სინამდვილეში არანაირი ტექსტის წაკითხვა არ შეუძლიათ, მაგრამ მე გულს მტკენენ და არ შემიძლია, იმ ფულად ნამდვილად არ მიღირს. ამას გარდა, სასაცილო პრემიებია, არც კი მესმის ეს კითვა რატომ გიჩნდებათ, ვერ ვხვდები, რა უნდა მივიღო.


— სიღარიბე რთულია?


— არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სიმდიდრე უფრო რთულია, ვიდრე სიღარიბე.


— თქვენ ასეთი ხართ?


— ჩემთვის სიღარიბეც რთულია.


— და სიმდიდრე?
— ალბათ ბევრ რამეს წამართმევს, მხოლოდ მწერლური თვალსაზირისით არ ვიძახი. მაგრამ არ მინდა სიმდიდრეზე ფიქრი, მერე ძნელია ამის გონებიდან ჩამორეცხვა.


— ბევრი მწერალი და პოეტი მეგობარი გყავდათ, ახლა იშვიათად ჩანს ეს, მე პირადად არასოდეს მინახიხართ ბოლო ოთხი წელიწადია ვინმესთან ერთად, აღარც საღამოებს აკეთებთ, მე მგონი. „გაქრნენ მეგობრები“, მაგრამ აღიარება გაქრა?


— მეკითხებით, ისევ ნიჭიერი ვარ თუ — არა?


— არა, ეს არ მიკითხავს, უბრალოდ, მათი დღევანდელი თვალთახედვა მაინტერესებს.


— ეს იმ პასუხშია, რამდენადაც ჩემს ნიჭს აქვს სიცოცხლე, ისინი რას აკეთებენ ამას მნიშვნელობა არ აქვს; ადამიანები ხანისხან რაღაცას გამოხატავან და თვითონაც არ უწყიან, რომ სხვა რასმე ფიქრობენ. მაგრამ თუ მაინდცამაინც დაჟინებული ხართ, რომ მათ თავებში ჩავიხედო, არ მგონია, რომ მაღიარებდნენ, მაგრამ ეს დროებითია, მაგრამ უფრო ხანგრძლივი, ვიდრე აღიარება იყო.


— მარტოობა?


— მარტოობა ჩემთვის ძალიან დამღლელია, ეს ყოველდღე მაწუხებს.


— რატომ გვტოვებენ ადამაინები, მაგალითად, თქვენ რატომ?
— ვფიქრობ იმიტომ რომ ჩემი გაცნობა განსხავებით სხვა მამაკაცებისგან სხვანაირად ხდება და მიმდინარეობაც სხვანაირი აქვს, მაგრამ მე მათგან არ განსვხვავდები ბევრ სხვა რამეში. ადამიანთა შთაბეჭდიელბა განსხვავების თაობაზე მცდარია, მათ ეჩვენებათ, თითქოს თუ ადამიანი რაღაცი დიდი ნაწილით განსხვავებულია, თუნდაც აზროვნებითა და მიდგომებით, ის ყველაფრით განირჩევა სხვა ადამიანებისგან. ეს მცდარი დამოკიდებულებაა, ადამიანები განირჩევიან შეიძლება რაღაცით, შეიძლება - უმრავლეს რაღაცით, მაგრამ ყველაფრით არა. ამიტომ ჩემი ურთიერთობები ძირითადად ასეთ ფუნდამენტზე შენდება, საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ მე არ შემიძლია ამ ადამიანებს ტყუილი ვუთხრა. ამას გარდა, ცოტა აუტანელიც ვარ, ჩემი ბუნების გამო ცვალებადი ვარ, მე თითქმის ყოველთვის ვმუშაობ რაღაცებზე და აქედან გამოსვლა ძნელია ხოლმე. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, დაახლოებით იმდენი, რამდენ ადამიანმაც დამტოვა. მაგრამ მე რაც გულში მაქვს, ბევრჯერ მიტირია და ქუჩაშიც, ეს არის ის, რომ ადამიანები არ უღრმავდებიან თავიანთ სიტყვებს და მე ამის მოთმენა, რომ ფიქრში არ გავატარო, ვერ ვიმეცადინე. უბრალოდ, მე ძალიან ვუღრმავდები ადამიანთა მოქმედებებს და ხანდახან იმდენად სასაცილოა ადამიანი, მაგრამ ამას კი ვერ აუხსნი? თითქმის გადაუცემელია, უბრალოდ ეს ადამიანეზე წარმოდგენას გიქმნის და მერე ძნელია ამ წარმოდგენით პატივი გამოუთქვა, სასეირნოდ გაიწვიო, ან ჩახუტება შეძლო.


— სხვა იქნებოდით?


— დიდი სიამოვნებით, იმიტომ მოვშორდი სკამის საზურგეს, რომ გამიხარდა ეს შეკითხვა. თითქოს ეს ჩემთვის აუცილებლად უნდა ეკითხათ, მაგრამ ამ დრომდი არავის უკითხავს მე მინდოდა ყველასთივს მეთქვა ეს, რომ ძალიან განვიცდი, ერთადერთ სიცოცხლეში, დიდ დაბნელებამდის ასე რომ უნდა ვიცხოვრო, მაგრამ არ მგონია, რომ ბედნიერების გარეშე ჩაივლის ჩემი ცხოვრება, მე წვრილმანიც მახარებს.


— გენატრებათ ვინმე?


— იცით მონატრებაც, მე მგონი უცნაურად მაქვს, ან სხვა ადამიანთა მონატრებას გავუგე სხვაგვარად. მე ყველა ყოველთვის მენატრება ხოლმე, ხანდისხან ხუთი წლის წინანდელი მეგობარი მახსენდება, რომელმაც ჩამოვიშორე, ან ჩამომიშორა. გულწრფელად რომ გითხრა, სულ მახსენდებიან ადამიანები, მნიშნველობა არ აქვს, რამდენი დროა გასული. ახლა ერთი ადამიანი გავიცანი, დეკემბრის თვეში, ახლა მე მგონი, ხუთი თებერვალია და, როგორ ფიქრობთ, რანაირად ვიხსენებ? ადამიანებს შეიძლება მოვწონვარ, მაგრამ ისინი არ მგვანან. საერთოდაც სჯობს ადამიანი საერთოდ არ გგავდეს, ვიდრე რაღაცით ან ბევრი რაღაცით გგავდეს, რაღაცაში კი განსხვავდებოდეს, ეს შთაბეჭდილებათა სიმრავლეს იწვევს. ერთ დღეს ფიქრობ, როგორ ძალიან მგავსო, მეორე დღეს, გუშინ რას ვფიქრობდი, საერთოდაც არ მგავსო, მესამე დღეს კი იმას, რა ცვალებადიაო. და უსასრულოა ეს შედარებები.


— ლამაზი ქალები მოგწონთ, თუ არ აქვს მნიშვნელობა?


— მე თვითონ ლამაზი ოჯახიდან ვარ, ალბათ ამიტომ სილამაზის აღქმა არ შემიძლია. სილამაზე ჩემთვის მოქმედებაა, არსებობს სახე ან ტანი, რომელიც უძრავადაც რომ იდგეს, მოქმედებს, ძირითადად ამას ლამაზი სახე აკეთებს, მაგრამ არსებობს უშნოება, რომელიც იდეალურად მოძრაობს.

სუნთქვა ცალი ფილტვით



— თქვენც ლამაზი ხართ და თქვენზე როდესაც ვკითხულობდი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ მსახიობობა გინდათ, გადაიფიქრეთ?
— არა, არ მეცვლება სურვილები. იქნებ ხარისხის მიღების შემდეგ კიდევაც ჩავაბარო თეატრალურ უნივერსიტეტში. 2010 წელს ვითამაშე სპექტაკლში. ჩემი საღამოებიც ხომ ამის დაკმაყოფილება იყო. ხშირად ვფიქრობ, ცხოვრებაში არაფერი რომ არ გამომვიდეს, ალბათ სადმე შორს წავალ, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ მიცნობს, ცოტა ძნელია ხოლმე ეს. უბრალოდ, ცხოვრება მარტივი დასაწყები მგონია და არ ვიცი, ჩემთვის რატომ არ არის გამარტივებული, ძნელია.


— ინტერვიუები რატომ არ გიყვართ?

ათას რაღაცას რომ დაჭრით ახლა, და ისე გამოიყვანთ რომ ცნობას ვერ შევძლებ, თავად უპასუხებთ. ჩემთვის არ კეთდება ესენი, უფრო მედია და ტელე კომპანიებისთვისაა;


— საყვარელი წიგნი?


— არ არსებობს; ბოლომდე არცერთი წიგნი არასოდეს მომწონებია. ყველაში რაღაცას შევცვლიდი. საერთოდაც, კითხვა უფრო ტექსნიკის გასაგებად დავიწყე, ამას წინ უსრებდა წერის დაწყება. ჩემი ტექსტები მომწონს ხოლმე უცნაურ მოწონებით, როდესაც თბილია, მაგრამ დროის შემდეგ მასშიც ცვლილებები შემაქვს. ალბათ ეს ჩემი ახალგაზრდა ბუნებისგანაა, მაგრამ არ მგონია რომ დროებითი მიდგომაა.


— მუსიკა?


— მუსიკას დიდი ინტერესით გავაკეთებდი, მაგრამ რაღაცის დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი სფეროს ერთი მხრიდან - მეორე მხარემდე გადანაცვლება. რაღაც მუსიკის ტექსტებს ვწერ ხოლმე, ძირითადად ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რამდენიმე ქართულადა, მაგრამ ქართული ენის მუსიკალურობაზე ზადი მაქვს. კომპოზიციის გაკეთება არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულად გამარტივებულია. ამაში დროს ვერ ვკარგავ. მოსმენით კი ძირითადად კლასიკას ვუსმენ.


— რაზე მუშაობთ ახლა?


— არაფერზე. ავად ვარ, რაც ეს წელიწადი დაიწყო. ვიღაც იწერებოდა ასტროლოგიური ნიშნითაა გამოწვეულიო, მაგრამ არ ვიცი, გამომწვევზე ვერაფერს დანამდვილებითი ბარიტონით ვერ გეტყვით. ხანისხან რომანს ვათეთრებ ხოლმე, მაგრამ მის გამოქვეყნებას საერთოდ არ ვფიქრობ, თუ ვჩქარობ. როდესაც წიგნი გამოსაქვეყნებლად უნდა გამზადდეს, მე იმ წიგნს ვერ ვგრძნობ, რადგან მისი გასწორება მკითხველისთვის სხვანაირად ხდება, ჩემთვის კი ეს მონახაზები სიცოცხლეს ნიშნავს.
ორი მოთხრობა რომ გამოვიდა, თქვენთან იყო, მე მგონი, ამათზე ვიუშავე ბოლოს. რაღაცნაირად, შემიძლია, რომ არ ვიმუშაო, ძირითადად ვსეირნობ. ადამიანებთან დამსგავსებას და მათთან საერთო ენის გამონახვას ვსწავლობ. საერთოდ, მე ყველაფერი დროებითი მგონია და გაივლის, მე კი სიცილით ვეთამაშები.

0
605
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თოდაძე
მანანა თოდაძე
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0