x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"აშშ-ის პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა" - კიდევ რაზე ისაუბრა ტრამპმა ყოველწლიური მიმართვისას?

image

"შეერთებული შტატების პრეზიდენტად მე რომ არ ვყოფილიყავი არჩეული, ახლა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დიდ ომში ვიქნებოდით ჩართული და პოტენციურად გვეყოლებოდა მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი" - ძნელი სათქმელია, რამდენად არის დონალდ ტრამპის ეს სიტყვები მართალი, თუმცა ფაქტია, რომ მის ყოველწლიურ გამოსვლას შეერთებული შტატების კონგრესში საერთაშორისო საზოგადოება და მედია დიდი ინტერესით ელოდა და ყურადღებით გააანალიზა.

ეს დიდი ინტერესი განპირობებულია ერთი მხრივ ამერიკის როლით საერთაშორისო პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათისა და
განცხადებების გამო. მისი არაპროგნოზირებადობა ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 29 იანვარს ამერიკის სპეცსამსახურების ანგარიშის მოსმენა შედგა შეერთებული შტატების სენატში, სადაც FBI-ს, CIA-ს, ეროვნული დაზვერვისა და სხვა სამსახურების დირექტორებმა ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

"დაზვერვის წარმომადგენლები ძალიან პასიურებად და მიამიტებად ჩანან, როცა საქმე ეხება ირანისგან მომდინარე საფრთხეებს. ... ალბათ დაზვერვა სკოლას უნდა დაუბრუნდეს" - საკმაოდ ხისტი და შეიძლება არაკომპეტენტური განცხადებაც იყოს ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. ეს ციტატები, რა თქმა უნდა, "ტვიტერზე" გაჟღერდა. მოგვიანებით კი ტრამპმა (ალბათ რჩევების მიღების შემდეგ) ეს განცხადება გამოასწორა და აღნიშნა, რომ ირანთან და სხვა გამოწვევებთან მიმართებით მას და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებს ერთი აზრი აქვთ.
კიდევ ერთი მაგალითი, რაც ადასტურებს ამერიკის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას შორის შესაბამისი კოორდინაციის ნაკლებობას უკვე სირიიდან ჯარების გამოყვანას ეხება. გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა სენატში ანგარიშით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მასსა და ტრამპს შორის საუბარი არ ყოფილა, თუმცა მისთვის ზოგადად ცნობილი იყო პრეზიდენტის სურვილი სირიიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. "ჩემთან კონსულტაცია არ ყოფილა" - აღნიშნა ვოტელმა.

სწორედ ამ ყველაფრის გამო ტრამპის ყოველწლიური მიმართვა კიდევ უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო, თუმცა ვინაიდან ასეთი გამოსვლები წინასწარ იგეგმება და წარმოსათქმელი სიტყვა ასევე წინასწარ არის შეთანხმებული მსგავსი შეუთანხმებელი განცხადებების მოლოდინი ზედმეტი იყო.

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მის პერიოდში არსებულ ეკონომიკურ წინსვლას. აქ, რა თქმა უნდა, დეტალებს აღარ შევეხები. ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკაში წინსვლა შეინიშნება უდავოა, თუმცა რამდენად არის ეს პირადად ტრამპის პოლიტიკის დამსახურება? წაიკითხეთ ვრცლად
1
122
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
122
  
2019, 8 თებერვალი, 1:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1