x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88916
  • ვიდეო:339399
  • სურათი:451443
დედოფლისწყაროში წელს ზეთისხილის პლანტაცია დამატებით 1000 ჰექტარზე გაშენდება

image


მიმდინარე წლის გაზაფხულზე კომპანია „ქართული ზეთისხილი“ დამატებით 1000 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გააშენებს, რაშიც უშუალოდ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩაიდებას გეგმავს. კომპანია ამჟამად ჯამში 400 ჰა ზეთისხილის პლანტაციას ფლობს.


„ქართული ზეთისხილი“ წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებით უხვ მოსავალს ელოდება. საკუთარ პლანტაციებში 100 ტონა მოსავალს ელის, რაც გასული წლის მაჩვენებელს 150%-ით აღემატება. შარშანდელ რთველზე კომპანიამ 40 ტონა ზეთისხილი მიიღო.


როგორც “ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, გაიზრდება კომპანიის მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთის მოცულობაც და სავარაუდოდ, 80 ტონამდე ავა. პროდუქცია როგორც - ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ზეთისხილი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. ზეთისხილის პლანტაციები 2009 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გაშენდა; კერძოდ: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ტარიბანაში, ბაღდათში და მარნეულში. მოგვიანებით კი, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს. საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს - პრემიუმკლასს და გოლდენს. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0