x
image
პროფესორი
ამერიკელების რისხვა-წითელი ნაპოლეონი
image
წითელი ნაპოლეონი - ნეზ პერსეს ტომის ბელადი ჯოზეფ უმცროსი ისტორიაში შევიდა როგორც წითელი ნაპოლეონი მან ყველა ბრძოლაში დაამარცხა ამერიკის რეგულარული არმია რომელსაც მეთაურობდა გენერალ ოტის ჰოვარდი.

ნეზ-პერსეს ტომი სახლობდა ორეგონისა და აიდაჰოს ტერიტორიებზე მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო განსაკუთრებული წითელი კანი. ველური დასავლეთის ინტენსიურმა ათვისებამ გამოიწვია ომი ნეზ პერსეს ტომსა და თეთრ მოსახლეებს შორის სადაც სრულიად გამოვლინდა ინდიელთა საბრძოლო სული და სტრატეგიის ნიჭი ბელად ჯოზეფ უმცროსის მეთაურობით.

1875 წელს დაწყებული ახალ შენების გამო შეტაკება მოხდა ნეზ პერსეს ტომის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის რომელიც დიდ ომში გადაიზარდა. იმის შიშით რომ ამერიკელები დიდი ძალებით მთლიანად გაანადგურებდნენ მის ტომს ჯოზეფმა გადაწყვიტა თავისი ხალხი წაეყვანა კანადაში სადაც უსაფრთხოდ დასახლდებოდნენ, ასე დაადგა 700 ადამიანისგან შემდგარი კოლონა, სადაც მხოლოდ 200 მეომარი იყო ხოლო დანარჩენები შეადგენდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცეს ურთულეს 2600 კილომეტრიან გზას კანადისკენ.
მათ კუდში მიყვებოდათ ამერიკის არმიის 2000 ჯარისკაცი, გზაში მოუხდათ ამერიკული არმიის წინააღმდეგ 7 დიდი და უმრავი მცირე ბრძოლის გამართვა სადაც ყველა ბრძოლაში გაიმარჯვეს ნეზ პერსელებმა.

ომი დასრულდა 1877 წელს როდესაც ბაიარ-პოოს მთებში ნეზ პერსელებს თავს დაესხნენ ამერიკელები. ბრძოლა 5 ოქტომბერს დასრულდა როცა ბელამდა ჯოზეფმა იარაღი დაყარა და დანებდა, ამერიკელებმა დაატყვევეს 87 მამაკაცი, 184 ქალი და 147 ბავშვი. არადა მათ ძალიან მცირე მანძილიღა აშორებდათ კანადამდე. ჯოზეფი გარდაიცვალა 1904 წლის 21 სექტემბერს რეზერვაციაში.
დღეს ბელადი ჯოზეფი ითვლება ამერიკის საზოგადო მოღვაწედ 1972 წელს გამოუშვეს მისი სახელობის მარკა.
image

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0