x
image
ნათია ჩხობაძე
მე მას 5 წლის შემდეგ დავურეკე...
მე მას 5 წლის შემდეგ დავურეკე. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მას ნომერი არ შეუცვლია, თითქოს მელოდებოდა. როცა მან ყურმილი აიღო, ავკანკალდი. ხმით ვიგრძენი, რომ ბედნიერი იყო. ყურმილში ისმოდა ბავშვების სიცილი...image

მისი "ალოს" შემდეგ მე მეტყველების უნარი დამეკარგა. არვიცოდი რა მეთქვა. მე მიხაროდა მისი ბედნიერება და თან გულს მიგლეჯდა. მაშინ, 5 წლის უკან, ის მეუბნებოდა, რომ ყოველთვის ვეყვარებოდი. მე მასზე მეცინებოდა და ვეუბნებოდი:"შენ იპოვი შენს ბედნიერებას".

თუმცა შინაგანად ვგრძნობდი, რომ არ მატყუებდა. მაშინ, ყველაფრის მიუხედავად, მე მისგან წავედი. მას შემდეგ რაც მან ტელეფონში "ალო" დაიძახა, ყურმილი დავკიდე. ძლიერად ვუჭერდი ხელს ტელეფონს.

მოვიდა სმს.... მან მომწერა:"გამარჯობა, მე ველოდი შენს ზარს. ვიმედოვნებდი, რომ შენს ხმას გავიგონებდი. მაგრამ შენ სიმხდალე გამოიჩინე, მაშინაც და ახლაც. ახლა მე თამამად შემიძლია გამოვრთო ეს ტელეფონი. ვიცი, რატომაც დარეკე. გინდა გაიგო, მიყვარხარ თუ არა ისევ. დიახ, მიყვარხარ. მაშინ მე არ მომიტყუებიხარ...."


ვეცადე გადამერეკა, მაგრამ ნომერი უკვე მიუწვდომელი იყო. დავრეკე მეორე დღეს, მერე ისევ და ისევ.... ყოველდღე ვრეკავდი. ვეცადე მის ნახვას, მაგრამ მისი კვალი გაქრა....

ეხლა მე 39 წლის ვარ. ისევ მარტო. არ მყავს არც შვილი, არც კატა . ისევ ის ნომერი მაქვს, რომელიც მქონდა 15 წლის წინ. იქნებ დარეკოს...

დააფასეთ ადამიანები, რომლებიც გვერდით გყავთ, შემდეგ უკვე გვიანი იქნება!


0
335
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0