x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება
image


12 თებერვალს, 19:00 საათზე მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ (კოსტავას #14) გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების _ „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, ელზა ახვლედიანი და რედაქტორი, მაია ალუდაური. ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ.


თანამედროვე რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანისტის, ესეისტისა და პოეტის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში „ლიტერე ინვენტე“.


image



„მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ყველაზე საკითხავი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში, შეიძლება ითქვას. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის.“ _ ამბობს წიგნის რედაქტორი, მაია ალუდაური.


მარიო ბენედეტის რომანები „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

ღონისძიებაზე წიგნი -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.



0
9
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0