x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კულტურული ფსიქიატრია და კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომები
image

კულტურული ფსიქიატრია ფსიქიატრიის ერთ–ერთ ქვედარგია, რომლის მიზანია სოციალური და კულტურული განსხვავებების შესწავლა ფსიქიკურ დაავადებებსა და მის მკურნალობაზე. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც მეცნიერული კვლევა, ასევე მომსახურების მიწოდებაც. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურული ფსიქიატრიის მიმართ. ეს ძირითადად გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით მიგრაციის ზრდამ ნაკლებად განვითარებული რეგიონებიდან და ქვეყნებიდან უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ, განსაკუთრებით კი აშშ–სკენ. სწორედ ამ იმიგრაციის ტენდენციებმა დაარწმუნა აშშ–ს მთავრობა, რომ უფრო მეტად მიექციათ ყურადღება ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისებისთვის, რადგანაც მათი პოპულაცია კულტურულად ძალიან მრავალფეროვანი გახდა. გარდა ამისა, ენობრივი და კონცეპტუალური განსხვავებები კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის კომუნიკაციაში პაციენტებსა და კლინიკოსებს შორის. სწორედ ამიტომ საჭირო იყო ისეთი სფეროს ჩამოყალიბება, რომელიც ამ განსხვავებებს შეამცირებდა და პრობლემებს აღმოფხვრიდა.

კულტურული ფსიქიატრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომები. ეს არის ისეთი კლინიკური სურათები, რომლებიც უნიკალურად არის დაკავშირებული იმ განსაკუთრებულ კულტურულ მახასიათებლებთან, რომლებსაც ადგილი აქვს კონკრეტული ადამიანების ჯგუფთან და არ შეესაბამება დასავლური აშლილობების ნომენკლატურების უმრავლესობას. ამ სინდრომებს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს, რაც კლინიკოსებისა და მკვლევრების მოღვაწეობის დამსახურებაა ბოლო ოთხ ან ხუთ ათწლეულში. მაგალითად, პირველი ექსპლიციტური კროს–კულტურული შედარება მოახდინა გერმანელმა ფსიქიატრმა, ემილ კრეპელინმა (1904) ჯავაში (ინდონეზია) მოგზაურობის შემდეგ და გააკეთა დასკვნა, რომ დაავადებებს, რომლებიც უნივერსალური იყო, ჰქონდათ ბიოლოგიური საწყისი, რაც განსაზღვრავდა მათ ზოგად ფორმას, ხოლო ადგილობრივი კულტურა გავლენას ახდენდა იმაზე, თუ როგორ გამოვლინდებოდა ეს დაავადება. მან შეამჩნია, რომ ადგილობრივი გაგების მიხედვით, ესა თუ ის დაავადება შეიძლება მივაკუთვნოთ დასავლური მედიცინისგან სრულიად განსხვავებულ კატეგორიას. მაგალითად, ზოგიერთი საზოგადოება აღიარებს სულის არსებობასა და მათთვის მნიშვნელოვანია შამანების როლი.

კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომები არის იშვიათი და ეგზოტიკური ფსიქიატრიული აშლილობები და ამ სიაში მრავალი დაავადებაა შეტანილი, თუმცა მაინც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს დაავადებები ხშირად არ არის ერთმანეთისგან სრულად დამოუკიდებელი და არ არის მხოლოდ ერთი კულტურისთვის დამახასიათებელი. არამედ, ისინი თავს იჩენს რამდენიმე კულტურაში. შესაბამისად, ეს სინდრომები მოიცავს ფენომენების ჰეტეროგენულ ჯგუფს, საიდანაც ზოგი მათგანი ნამდვილად სინდრომია, ხოლო სხვები ფსიქიატრიული აშლილობების კულტურაზე დაფუძნებული ახსნა. ლითლვუდის მიხედვით (Littlewood, 1990), „კულტურით განსაზღვრული“ ეწოდა ქცევის ადგილობრივ ტიპებს, რომლებიც არ ჯდებოდა დასავლურ ფსიქიატრიულ კლასიფიკაციაში. მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

image

  • კორო – გვხვდება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში. პაციენტები ძირითადად მამაკაცები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი სასქესო ორგანო შევა სხეულის სიღრმეში. ეს იწვევს პანიკას, რადგანაც სჯერათ, რომ მისი გაქრობის შემთხვევაში ადამიანი მოკვდება. ეს არის პანიკური აშლილობის მსგავსი მდგომარეობა და პიროვნება მინიმუმ 30 წუთის ან 1-2 დღის განმავლობაში განიცდის ძლიერ შფოთვას. კოროს ეპიდემიები აღწერილია სხვა კულტურებშიც, მათ შორის ტაილანდსა და ინდოეთში, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანებს ხშირად აქვთ ფსიქიატრიული მდგომარეობების ისტორია, მათ შორის, შფოთვის, დეპრესისა და შიზოფრენიის.
  • ამოკი – ამოკის შემთხვევები აღწერილია ფილიპინებსა და მალაიზიაში მცხოვრებ მამაკაცებზე. ისინი მძიმე ფიქრებში იძირებიან რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ იწყებენ აგრესიულ მოქმედებას და ცდილობენ ყველას მოკვლას, ვინც შეხვდებათ. ჩვეულებრივ, მდგომარებიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანს არაფერი ახსოვს. სავარაუდოდ, ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ დისოციაციური აშლილობა-მანია, შიზოფრენია ან პოსტ-ეპილეფსიური მდგომარეობა. ამოკის გამოწვევ ერთ-ერთ მიზეზად ითვლება აუტანელი სირცხვილი, რომელიც დაკავშირებულია პარტნიორის ღალატთან. ავადმყოფი გრძნობს მისი სექსუალურ არაადეკვატურობას, ეშინია გარშემომყოფების დაცინვის.
  • ლატა – ლატას შემთხვევები ფიქსირდება მალაიზიაში და ძირითდად ქალებს ახასიათებს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია ჰიპერმგრძნობელობა მოულოდნელი შიშით, ექოლალია (სხვა ადამიანის სიტყვების გამეორება), ექოპრაქსია (სხვა ადამიანის მოძრაობების გამეორება), ავტომატური დამყოლობა სხვის მოთხოვნებზე და დისოციაციური ქცევა. ასეთი მდგომარეობა დისოციაციის ფენომენის მსგავსია და ფიქსირდება სხვა კულტურებშიც, განსხვავებული სახელებით.
image

  • ვენდიგო – ეს ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში და გავლენას ახდენს კრის, ოჯიბვეის და სოლტოს ტომების ადგილობრივ ამერიკელებზე. ამ ადგილებისთვის დამახასიათბელია ძალიან მკაცრი ზამთარი და საკვების ნაკლებობა. თავდაპირველად, ამ დაავადების დროს განიცდიან ზიზღს საჭმლის მიმართ და თუ ეს არ ჩაცხრება, ვითარდება შფოთვა, რაც სწრაფად აღწევს კულმინაციას. ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ მისი ზიზღი საკვების მიმართ არის იმის საბუთი, რომ ის ხდება ვენდიგო – კანიბალი ყინულის სული, რომელიც გიგანტური ზომისაა და ჭამს ადამიანის ხორცს მაშინ, როცა მისთვის სხვა საკვები წყაროც არის ხელმისაწვდომი. არსებობს ეჭვი, რომ ვენდიგო მართლაც არსებობს, თუმცა ფენომენოლოგიურად ეს არის უბრალოდ შფოთვის მდგომარეობა.
  • დასაკუთრების მდგომარეობები – ეს ხშირად ხდება ბევრ ტრადიციულ საზოგადოებაში და ჩვეულებრივ ქალებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი სულის მიერ არიან დასაკუთრებული, რაც შეიძლება იყოს ღმერთი ან დემონი. ამ დროს ხდება დრამატული ცვლილება ქცევაში და ხმაში და უჩვეულო სურვილები იჩენს თავს. ჩვეულებრივ, ეს მდგომარეობა გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებასთან გასამკლავებლად და ადაპტაციისთვის.
image


ასევე არსებობს რამდენიმე შედარებით უცნობი და იშვიათი მდგომარეობაც:

  • პიბლოკტო (არქტიკული ისტერია) – დამახასიათებელია არქტიკული და სუბარქტიკული ესკიმოებისთვის, ძირითადად ქალებისთვის. ამ დროს აღნინიშნება ექსტრემალური აგზნების მოულოდნელი ეპიზოდები (ტირილი, ტანსაცმლის შემოხევა), რასაც ხშირად თან ახლავს კრუნჩხვები და კომა. კომიდან გამოსვლის შემდეგ კი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან და ისე გრძნობენ თავს, თითქოს არაფერი შემთხვევიათ.

  • სუსტო – შემჩნეულია ლათინურ ამერიკაში. ამ დროს სჯერათ, რომ მოულოდნელი შიში გამოიწვევს იმას, რომ სული დატოვებს სხეულს და ადამიანი მრავალი დაავადების მიმართ დაუცველი გახდება.

  • ტვინის გადაღლა (Brain fag) – ეს ცნება დასავლეთ აფრიკაში გამოიყენება. ეს არის წუხილი და ჩივილი დაღლილობის გამო და ძირითადად მამრობითი სქესის სტუდენტებისთვისაა დამახასიათბელი ზედმეტი მეცადინეობისგან სტრესის პასუხად.

  • დჰატი – შემჩნეულია ინდოეთში. მისთვის დამახასიათებელია დაუსაბუთებელი რწმენა, რომ ეაკულაცია ასუსტებს ადამიანს. მსგავსი რწმენები გვხვდება სხვა აზიურ ქვეყნებშიც.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0