x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა ავტომობილების ყველაზე პოპულარული ფერები
image
საღებავების
მწარმოებელმა კომპანიაBASF Coatings გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც ყველაზე პოპულარული ფერები მთელ პლანეტაზე აღმოჩნდა: თეთრი, შავი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი.



კომპანიის მტკიცებით, 2018 წლისთვის ავტომობილების 80% მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ამ ფერებშია, მათგან ერთპიროვნული ლიდერი გახდა თეთრი ფერი.


აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში გასულ წელს გაყიდული ავტომობილების 53% თეთრია - ანუ ყოველი მეორე ავტომობილი; ევროპაში - ყოველი მესამე; ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - თითქმის ყოველი მეოთხე.


ამ ფერის პოპულარობა აიხსნება პრაქტიკულობით მრავალი ავტომწარმოებლისთვის. სწორედ თეთრი ფერის ავტომობილი არის "საბაზისო ფერი".



ევროპაში მეორე ადგილს იკავებს ნაცრისფერი, ხოლო მესამეზეა შავი, თუმცა მთლიანად მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნაცრისფერი ტონების 110 ვარიანტი არსებობს, ამასთანავე, შეინიშნება ვერცხლისფერი შეფერილობის ავტომობილების პოპულარობის ვარდნა.


რაც შეეხება სტანდარტულ ფერებს, ამ მხრივ ყველაზე პოპულარულია ლურჯი, რომლის 140-ზე მეტი შეფერილობა არსებობს, მეორე ადგილზეა წითელი, ხოლო მესამეზე - ყავისფერი.


ოდნავი მატება შეინიშნება ექსტრავაგანტულ ფერებზე, როგორებიცაა, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი, თუმცა მოთხოვნა მსგავს ფერებზე საკმაოდ მოკრძალებულია - სულ რაღაც 1%.


დიდ ქროსოვერებზე, ჯიპებზე, პიკაპებზე ყველაზე მოთხოვნადი ფერი აქაც კონსერვატიული შავი(39%) და თეთრია(36%)

2
141
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
2019, 19 თებერვალი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 8 თებერვალი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2