x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ომის ზღვარზე. 1913 წლის მსოფლიო მდგომარეობა

მზადება პირველი მსოფლიო ომისთვის

1913 წლის ზაფხული თბილი და მშვიდობიანი იყო. ყველა მიმდინარე საერთაშორისო კრიზისი ბრძოლის გარეშე გადაწყდა და მცირე ომები ბალკანეთში დამთავრდა. მსოფლიო ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა. ხალხის უმრავლესობა მშვიდობიან მომავალს ელოდა.

საერთაშორისო დაძაბულობა არ ჩამცხრალა: გერმანიას სურდა კეთილდღეობა. ავსტრია ლამობდა, ხელი შეეშალა სერბეთის გაძლიერებისთვის. რუსეთში სოციალური მღელვარება მატულობდა, მეფეს სჭირდებოდა საერთაშორისო წარმატება. დიდი სახელმწიფოები აღარ აპირებდნენ დათმობას მოახლოებული კრიზისის შემთხვევაში.

საფრანგეთს ჰყავდა 3, 5 მილიონიანი სახმელეთო ჯარი, ასევე სამხედრო - საზღვაო ფლოტი 28 საბრძოლო ხომალდით და 28 კრეისერით. წელიწადში 425 მილიონ გირვანქამდე შესდიოდა ვაჭრობიდან. მოსახლეობა შეადგენდა 40 მილიონს.

image

image

image

გერმანიას ჰყავდა 8, 5 მილიონიანი ქვეითი ჯარისკაცი, ფლოტი შედგებოდა 40 საბრძოლო ხომალდისა და 57 კრეისერისაგან. 1913 წელს ვაჭრობიდან მიიღო 1 მილიარდი გირვანქა. მოსახლეობა შეადგენდა 65 მილიონს.

imageimage

რუსეთს ჰყავდა 4, 4 სახმელეთო ჯარი და 10 მილიონიანი რეზერვი. სამხედრო საზღვაო ფლოტი მოიცავდა 16 საბრძოლო ხომალდსა და 14 კრეისერს. 1913 წელს ვაჭრობიდან შემოსულმა მოგებამ 190 მილიონს მიაღწია. მოსახლეობა შეადგენდა 167 მილიონს.

imageimage

image

ავსტრია-უნგრეთის იმპერიას ჰყავდა 3 მილიონიანი არმია, სამხედრო საზღვაო ფლოტი ითვლიდა 16 საბრძოლო ხომალდსა და 12 კრეისერს. ვაჭრობიდან მიიღო 198 მილიონი. მოსახლეობა შეადგენდა 49 მილიონს.

ბრიტანეთს ჰყავდა 711 ათასიანი სახმელეთო ჯარი. სამხედრო საზღვაო ფლოტი მოიცავდა 64 საბრძოლო ხომალდსა და 121 კრეისერს.

თურქეთს ჰყავდა 360 ათასიანი ჯარი და ფლობდა მცირე სანაოსნო ფლოტს.

ყველა ქვეყნის ოფიცერთა უმრავლესობა ელოდა, რომ მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირება მე-19 საუკუნეში მომხდარი ომებისაგან არაფრით არ განსხვავდებოდა. კავალერიას ექნებოდა დაზვერვის ფუნქცია, არტილერია დაიცავდა გამაგრებულ პოზიციას. ძირითადად ბრძოლებს კი ქვეითი ჯარი შაშხანებით წარუძღვებოდა.

ვარაუდობდნენ, რომ ომი დამთავრდებოდა ძალიან მალე, 1 ან 2 ბრძოლის შემდეგ .

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
127
  
2019, 8 თებერვალი, 1:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1