x
image
ნათია ჩხობაძე
5 პროდუქტი, რომელიც აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს - ეს უნდა იცოდეთ!
ზედმეტი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი თავს ცუდად გვაგრძნობინებს. ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა: პომიდორი, კომბოსტო, ყავა - აძლიერებს ოფლის გამოყოფას და მას სძენს უფრო მძაფრ სუნს. გირჩევთ, რაციონში დაამატოთ შემდეგი პროდუქტები, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ:
N1.ხორბლის თესლი

image

ხორბლის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ვიტამინებს C, B12, B6, ფოლიუმის მჟავას. გარდა ამისა, ეს არის ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რაც მას ეფექტურ ინსტრუმენტად ქმნის არასასურველი სუნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ნედლი (დღეში 40 გრ), ისე ფხვნილის სახით (3 გრ დღეში).

N2.ოხრახუში


imageოხრახუში არის პოპულარული ხალხური საშუალება უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ. ქლოროფილის შემცველობა იძლევა დეოდორულ ეფექტს. ეს ბალახი ასუფთავებს სხეულს და ებრძვის ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმს უსიამოვნო სუნს ანიჭებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნედლი, სალათებსა და ცხელ კერძებში, ასევე გამხმარი ფოთლები.


N3. სალბიimage
სალბს აქვს რამდენიმე სამკურნალო ეფექტი:აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, არის შარდმდენი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

მცენარის ყვავილები დაგეხმარებათ მოიშოროთ ოფლიანობა. დაამატეთ ის აბაზანაში, ან მოისხურეთ სხეულზე მისი ნაყენი. ფრთხილად იყავით: მაღალი კონცენტრაცია გამოიწვევს გვერდით ეფექტებს.

N4.პიტნაimage
პიტნა გამოირჩევა დამამშვიდებელი ეფექტით. მისი გამოყენება ამცირებს იმპულსების რაოდენობას, რომლებიც იგზავნება ორგანიზმში ოფლის გამოსაყოფად. ეს იძლევა საშუალებას, გამოიყოს უფრო მცირე რაოდენობის ოფლი. გამოიყენეთ ნედლი სახით, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოხმარებისათვის.

N5.ლიმონი და სხვა ციტრუსებიუსიამოვნო სუნი სხეულზე
ლიმონის ანტისეპტიკური მოქმედება ხელს უწყობს სუნის გაქრობას არა მარტო იღლიის მიდამოებში. ის აქრობს სუნს პირის ღრუში, რომელსაც იწვევს ბაქტერიები. საკმარისია, დილით მიირთვათ ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი(1/2 ლიმონი ერთ ჭიქაზე). ასევე შეგვიძლია მივისხუროთ ფეხებზე ან იღლიის მიდამოებში.









0
573
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0