x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
7 პროდუქტი ჩინეთიდან, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
ჩინეთი მსოფლიოს სასაქონლო ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის წელიწადში მილიარდობით საქონელსა და მომსახურებას ყიდის და ყიდულობს. ყველაფერს ყურადღებას ვერ მიაქცევთ. ათასობით კარგ საქონელს შორის ასობით დეფექტიანი და წუნდადებული პროდუქტი გვხვდება.

image

აქვს კი ამას ახსნა? ალბათ, არა! განსაკუთრებით, როცა საქმე საკვებს ეხება. ყოველწლიურად ჩინეთში კვების პროდუქტების ექსპორტის მოცულობა იზრდება. გთავაზობთ სახიფათო პროდუქტების სიას, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.


1.ნიორი

image

ნივრის მსოფლიო წარმოების 80% ჩინეთზე მოდის. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ჩინური ნიორი პესტიციდებით, მძიმე ლითონებით და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სხვა ნივთიერებებით არის სავსე. სხვა ქვეყანაში გაგზავნის წინ მას ქლორში რეცხავენ. ასე ნიორი უფრო დიდხანს ინახება.


2.შავი წიწაკა

image


შავი წიწაკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია. პროდუქტის გასაიაფებლად მასში ძნელად შესამჩნევ ჭუჭყს უმატებენ. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეღებილი სახამებელი და ცარცია.


3.დამუშავებული სოკო

image

მარილიანი და დამარინადებული სოკოს თითქმის 35% ჩინეთიდან შემოდის. მომწამვლელი სოკოს შესახებ პირველად 2006 წელს ალაპარაკდნენ. პეკინის მიდამოებში მოყვანილი სოკოთი მოწამვლის შემდეგ 16 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. პრობლემა ჩინეთის ზოგიერთი რეგიონის ძლიერ დაბინძურებაში მდგომარეობს.


4.თევზი (ტილაპია და ვირთევზა)

image

ტილაპია და ვირთევზა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზის სახეობაა, რომლებიც ჩინეთიდან შემოდის. მათ გასაშენებლად დიდი რაოდენობის ჰორმონებს და ძლიერ ანტიბიოტიკებს იყენებენ. გარდა ამისა, თევზების უმეტესობა პატარა აუზებში მრავლდება, სადაც წყალი ძლიერ დაბინძურებულია.


5.პეკინის კომბოსტო

image

არაკეთილსინდისიერი ფერმერები კომბოსტოს ფორმალდეჰიდს ასხამენ, რომ მან ტრანსპორტირება კარგად გადაიტანოს. ასეთი პროდუქტების მოხმარება სამწუხაროდ, კანის გაღიზიანებას და საჭმლის მომნელებელი პრობლემების დარღვევას იწვევს.


6.მწვანე ბარდა

image

ყალბი ბარდის წარმოება ჩინეთმა 2005 წელს დაიწყო. ის სოიას, მწვანე საღებავის და ნატრიუმის მეტაბისულფიტით (მავნე კონსერვატი) მზადდება. ეს უკანასკნელი აკრძალულია, რადგან მას სიმსივნის და მეტაბოლიზმის დარღვევის გამოწვევა შეუძლია. როგორ შევამოწმოთ? ასეთი ბარდა ხარშვის დროს არ დარბილდება, წყალი კი ღია მომწვანო შეფერილობის გახდება.


7.ბრინჯი

image

პროდუქტი, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. ის კარტოფილის სახამებლისგან შედგება, რომელსაც საჭირო ფორმის შესანარჩუნებლად პლასტმასს უმატებენ. ასეთი ბრინჯის ერთი პორციის ჭამა ნიშნავს, რომ მთელი ცელოფანის პაკეტი მიირთვით. ეს რომ არ მოხდეს, შეძენის შემდეგ ბრინჯის ხარისხი ყოველთვის შეამოწმეთ.

ეს ინფორმაცია მხედველობაში მიიღეთ და ყურადღებით იყავით. სუპერმარკეტებში ეტიკეტი კარგად წაიკითხეთ, სახლში კი შესაძლებლობის მიხედვით პროდუქტის ხარისხი შეამოწმეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად


15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ


როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი


15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ


იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
1278
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0