x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მუსიკოსები,რომლებმაც საკუთარი სიკვდილი გასაოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველეს
ჯიმი ჰენდრიქსი-1965 წელს ჯიმი ჰენდრიქსმა დაწერა სიმღერა Ballad of Jimi , სადაც ამბობს, რომ 5 წლის სიცოცხლეღა დარჩენია, ასეც მოხდა, 5 წლის შემდეგ, 1970 წლის 18 სექტემბერს გიტარის მეფე საძილე წამლის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

image



იგორ ტალკოვი-1983 წელს მუსიკოსი გასტროლებზე მიფრინავდა, რა დროსაც თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, ტალკოვმა შესინებული კოლეგა-მუსიკოსები დაამშვიდა:ნუ გეშინიათ, ასეთი თვითმფრინავი არ დაიშლება, იმიტომ, რომ მე ჰაერში არ მოვკვდები, მე მოკვდები ხალხმრავალ ადგილზე, სადაც მკვლელს ვერ იპოვნიან.


1991 წლის 6 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში "Юбилейный"-ის საგრიმიოროში იგორ ტალკოვი ერთი გასროლით მოკლეს, დღემდე ვერც მკვლელი და ვერც ის იარაღი იპოვეს, რითაც მუსიკოსი მოკლეს.


image

ჯონ ლენონი-The Beatles-ის ერთ-ერთი ლიდერი 1980 წლის 8 დეკემბერს მოკლა ფანატმა მარკ ჩეპმენმა, დაკითხვის დროს ჩეპმენი ამტკიცებდა, რომ დაშიფრული ბრძანება, მოეკლა ლენონი ამოიკითხა ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებში "თამაში ჭვავის ყანაში",

The Beatles-ის პრეს-მდივანი ფრიდა კელი აღნიშნავდა, რომ ლენონს ვერ წარმოედგინა სიცოცხლე 40 წლის შემდეგ, სწორედ ამ ასაკში დაიღუპა ლეგენდარული მუსიკოსი.

image


ჯიმი მორისონი-ერთხელ, როდესაც The Doors-ის ლიდერი კოლეგებთან ერთად ქეიფობდა, ჩამოვარდა ლაპარაკი უდროოდ წასულ ჯენის ჯოპლინზე და ჯიმი ჰენდრიქსზე(ორივე 27 წლის იყო), ამ დროს ჯიმიმ წარმოთქვა:"არაა გამორიცხული, რომ თქვენ ახლა ნომერ მესამესთან ერთად სვამთ", მართლაც 1971 წლის 3 ივლისს ჯიმი მორისონი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.

image

მიკი უელში-Weezer-ის ბას გიტარისტმა დაუჯერებლად ზუსტად იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი. მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა "ტვიტერზე":"დამესიზმრა, რომ ამ უქმე დღეებში მოვკვდები გულის შეტევით, ანდერძი უნდა დავწერო", ეს იყო 2011 წლის 26 სექტემბერს, შემდეგ უელშმა იქვე მიაწერა:"შესწორება-შემდეგ უქმეებზე", 8 ოქტომბერს მისი გვამი ჩიკაგოს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს, სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა, რაც ნარკოტიკების ზედოზით იყო გამოწვეული.

image


თუფაქ შაკური-1994 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერმა კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას ცხოვრება 15 წლის შემდეგ, ას უპასუხა:"საუკეთესო შემთხვევაში ვიდები სასაფლაოზე, ხოლო უარეს შემთხვევაში ფერფლად მაქცევენ, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობრები მოწევენ."


1996 წლის სექტემბერში, თუფაქი ავტომობილში ჩაცხრილეს, მკვლელი დღემდე არაა ნაპოვნი, რეპერის გვამს კრემაცია გაუკეთდა და როგორც ჯგუფ Outlawz-ის წევრები ამტკიცებენ, ფერფლის ნაწილი შეურიეს მარიხუანაში და მოწიეს, თუმცა ამ ფაქტს უარყოფენ რეპერის მეგობრები.

image


კურტ კობეინი-კურტი ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე იყო როდესაც თანაკლასელს უთხრა, რომ იგი გახდებოდა ცნობილი როკ-მუსიკოსი, ხოლო 27 წლის ასაკში თავს მოიკლავდა.


1994 წლის 5 აპრილს კურტ კობეინმა პირში იარაღი ჩაიდო ისროლა, მუსიკოსი 27 წლის იყო.

image


ასევე დაგაინტერესებთ

სულ ახლახან დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს რამაზ გიორგობიანს, რომელიც მაყურებელს თავი შეაყვარა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა :"სერენადა" "მხიარული რომანი", ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "ბატონი ავანტურისტები" და სხვა.ნიჭიერი მსახიობი სამწუხაროდ უდროოდ გამოგვეცალა ხელიდან. მ...

2016, 27 აპრილი, 20:52
0
372
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0