x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ადამიანები, რომლებსაც "ოქროს სისხლი" აქვთ
ოქროს სისხლი

გამოთქმა "ოქროს სისხლი, " რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება და ნულოვან რეზუს-ფაქტორს ნიშნავს.


ადამიანთა მოდგმის ისტორიის ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ 40-მდე ადამიანი იქნა გამოვლენილი, რომლებსაც ნულოვანი რეზუს-ფაქტორი, ანუ "ოქროს სისხლი" ჰქონდათ.


რეზუს-ფაქტორი 0-ის მატარებელი სისხლი ყველას შეიძლება გადაესხას, რადგან ამ ჯგუფის სისტემაში... არანაირი ანტიგენი არ არის, თავად მის მატარებელს კი მხოლოდ "ოქროს სისხლის" მქონე მეორე ადამიანი თუ გადაარჩენს საჭიროების შემთხვევაში.



მეცნიერები თავდაპირველად დარწმუნებულები იყვნენ, რომ რეზუს-ფაქტორი 0-ის მფლობელი ადამიანი საერთოდ ვერ შეძლებდა დაბადებას და ამ ფაქტორის მატარებელი ნაყოფი დედის მუცელშივე შეწყვეტდა არსებობას.


მთელი ჰემატოლოგიური სამყაროს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირველად 1961 წელს "ოქროს სისხლის" მქონე აბორიგენი ქალი აღმოაჩინეს ავსტრალიაში, რომელიც წყნარად ცხოვრობდა საკუთარი ცხოვრებით და ჯანმრთელობის პრობლემებს საერთოდ არ უჩიოდა.


დღეისათვის გამოვლენილია პლანეტაზე მცხოვრები მხოლოდ 9 ადამიანი, რომლებსაც "ოქროს სისხლი" აქვთ.

0
777
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0