x
image
Teklamaisuraze
შაქრიანი დიაბეტის დროს ფიზიკური დატვირთვა, კვება შაქრიანი დიაბეტის დროს
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში ისევე აუცილებელია, როგორც დიეტა, ტაბლეტებითა და ინსულინით თერაპია. ვარჯიშის პროგრამის შერჩევამდე საჭიროა დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტის ჩატარება. კარგია ფეხით სიარული ყოველდღიური 30 წუთიანი გასეირნება, კიბეზე ფეხით ასვლა ჩამოსვლა. ასევე ცურვა კვირაში სამჯერ 1 საათის განმავლობაში. ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმი გლუკოზას მოიხმარს როგორც ენერგიის წყაროს და სისხლში მისი რაოდენობა 12- 16 საათით იკლებს. მეორე მხრივ იმატებს შაქრის დონის დაცემის რისკი.


image

არ შეიძლება ვარჯიში ავადმყოფობის, გულმკერდის, სახსრების ან ფეხების ტკივილის, დაღლილობის, ჰაერის უკმარისობის დროს. ასევე მაშინ, თუ სისხლში გლუკოზის დონე მუდმივად მაღალია.

ვარჯიშის პერიოდში და მის შემდეგ მზად გქონდეთ ნახშირწყლების შემცველი საკვები. ნახშირწყლების ერთი ულუფა გლუკოზის დონეს ზრდის.


image


კვება შაქრიანი დიაბეტის დროს

დიაბეტიანს ეკრძალება ნახშირწყლები, ცხიმები, ზოგ შემთხვევაში ცილებიც.

დიაბეტიანების კვების რეჟიმი პირველ რიგში მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინზე მყოფმა ადამიანმა ეს რეჟიმი უფრო მკაცრად უნდა დაიცვას. თუ ინფექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შესაძლოა შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს. რაც შეეხება ამბებზე მყოფ პაციენტს, კვების რეჟიმი მისთვისაც განსაზღვრულია. მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ხნით კვების დაგვიანებით ბევრი არ დაშავდება.

დიაბეტით დაავადებული რეჟიმით უნდა იკვებებოდეს. კვების პირამიდა, რომელიც ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია შემუშავებული .

თეფშის მეთოდი

გაყავით ბრტყელი თეფში 4 ნაწილად. და ზედ დაიწყვეთ.

საუზმე

1/4 ცილოვანი საკვები

1/2 სახამებლის შემცველი საკვები

1/4 ცარიელი დატოვეთ.

დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი, 1 ულუფა ხილი, 1 ულუფა რძის ნაწარმი.

სადილი

1/4 ცილოვანი პროდუქტი

1/4 სახამებლის შემცველი პროდუქტი.

1/2 ბოსტნეული.

დიაბეტიანის დღიური რაციონი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს.

საუზმე

1.ნაკლებცხიმიანი ხაჭო.

2.მცენარეული ზეთით შეზავებული ვინეგრედი.

3.რძიანი ყავა უშაქროდ.

სადილი

1.ვეგეტანიარული წვნიანი.

2.ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი.

3.მოშუშული ბადრიჯანი

4.ვაშლი.

სამხარი

1.უცხიმო ხაჭო

2 გახეხილი სტაფილო

ვახშამი

1 მოხარშული თევზი

2.მოშუშული კომბოსტო

ღამით

ერთი ჭიქა მაწონი

image

1
633
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
633
  
2019, 8 თებერვალი, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1