x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
2020 წელს 400 წლიანი გამყინვარების პერიოდი დაიწყება- გვაფრთხილებენ მეცნიერები
image
მსოფლიოს მეცნიერების დიდ ნაწილს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ გლობალურ დათბობას ძალიან მალე მოჰყვება საპირისპირო შედეგი. დედამიწაზე არსებული კლიმატი იმდენად ცივი გახდება, რომ კაცობრიობას გაუჭირდება უჩვეულო პირობებში გადარჩენა.

ექსპერტები გამყინვარების დაწყებას პროგნოზირებენ 2020 წლის დასაწყისში. გლობალური დათბობის თემა დღის წესრიგიდან გაქრება. მყინვარები, არა მხოლოდ შეჩერებენ დნობას, არამედ, გაიზრდებიან. ზამთარი სულ უფრო გრძელი გახდება და ზაფხული ყოველწლიურად მოკლე იქნება.

სამრეწველო დონის განვითარების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ადვილად გავუმკლავდეთ სიცივეს ჩვენს სახლებში, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ უფრო მეტი ენერგორესურსების გამოყენება გახდება საჭირო ამისთვის. პრობლემა სხვა რამაა: როგორ მივიღოთ საკმარისი საკვები მილიარდობით ადამიანისთვის?

ძირითადი მოსავლის მოყვანა ხდება არა სათბურებში, არამედ, ღია მინდვრებში. თუ გამყინვარება დაიწყება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ გამოვიყენოთ ღია მიწის ნაკვეთები. საკმარისი მზის გარეშე, მცენარეები ვერ მიაღწევენ სიმწიფეს. მოხდება მოსავლის მკვეთრი შემცირება . ეს იმას ნიშნავს, რომ მწვავე დეფიციტი გახდება მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, რაც დღესდღეობით მთელი მსოფლიოს უმეტესი მოსახლეობის რაციონს შეადგენს.


გამყინვარების პერიოდის საფრთხის შესახებ მეცნიერები უკვე ათ წელზე მეტია საუბრობენ. მაგრამ ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის მთავრობამ არ გაითვალისწინა ეს გაფრთხილებები.

0
2487
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0