x
image
ილია მარტყოფლიშვილი
„საქართველოს ფოსტამ“ გზავნილების საფასური გააორმაგა

image


მიმდინარე წლის იანვრიდან გზავნილების გადასახადი „საქართველოს ფოსტაში“ 1 ლარის ნაცვლად 2 ლარს შეადგენს. ცვლილება ეხება სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ პროდუქციასაც.


გადასახადის გაორმაგებას სოციალურ ქსელში მოქალაქეთა აღშფოთება მოჰყვა. მათი თქმით, Aliexpress-იდან გამოწერილ ნივთებში ხშირად სამჯერ მეტის გადახდა მხოლოდ საფოსტო მომსახურებაში უწევთ, რაც უსამართლობაა.


მომხმარებლებს ტარიფის ცვლილების თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფოსტის ფილიალებში აწვდიან.


image

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0