x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქვეყანა, სადაც ბავშვები 6 წლიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევიან
image

ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ 6-7 წლის ბავშვი დამოუკიდებლად, სკოლაში მეტროთი ან სხვა რაიმე სატრანსპორტო საშუალებით დადიოდეს, ჩვენთან ეს მართლაც უჩვეულოა, აი, იაპონელი მშობლებისთვის კი ეს ნორმაა, იაპონიაში შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ჯგუფებად გადაადგილდებიან ქალაქში ყოველგვარი თანმხლები პირის გარეშე და თავს გრძნობენ ყოვლად უსაფრთხოდ.


აი, რას მოგვითხრობს 12 წლის ბიჭუნა სახელად კაიტო, ტოკიოდან, რომელიც 9 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად დადის სკოლაში მეტროთი.


"თავიდან ვღელავდი და ვნერვიულობდი, შევძლებ სასწავლებელში მარტო წასვლას? მაგრამ ახლა მივეჩვიე და ბევრად უფრო თამამი ვარ".



ბიჭუნას მშობლებიც აღიარებენ, რომ თავიდან ისინიც ნერვიულობდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ ამ სახით ბიჭუნა დამოუკიდებლობას მიეჩვეოდა, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება.

image

"ძალიან ვღელავდით შვილზე, თუმცა გულში ვფიქრობდი, რომ მეტროში ბავშვს არაფერი მოუვიდოდა, უბრალოდ, ჩვენს მეტროში ორიენტაცია ძალზე ძნელია, თუმცა კაიტო ძალზე ჭკვიანი ბავშვია, მეც, როცა პატარა ვიყავი, მარტო დავდიოდი მეტროში, მაგრამ მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. ახლა რომ გზა აერიოს, უმალ დამირეკავს, მაგრამ მარტო ბავშვს მხოლოდ ამ ჩვენს, ტოკიოს მეტროში ვუშვებ. ეს რომ იყოს ლონდონის ან ნიუ-იორკის მეტრო, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიქნებოდი"-აღნიშნა ბიჭუნას დედამ.

image

იაპონიაში საზოგადოება სულ სხვაგვარად იქცევა და საერთოდ, იაპონელთა ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება დანარჩენი მსოფლიოსგან, ისინი საოცრად მოწესრიგებულები არიან, სწორედ ამიტომ არ ეშინიათ მშობლებს, რომ მათ შვილებს რაიმე საფრთხე შეექმნებათ.

image

იაპონელები ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ, ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან თვითმომსახურებას, ეს იქნება კლასის, სასადილოს თუ ტუალეტის დალაგება, დგანან რიგში სასადილოში, ამრიგან, ისინი სწავლის გარდა, ცხოვრების სკოლას გადიან, როგორ აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იცხოვრონ გარკვეული წესებით.

image

ამომავალი მზის ქვეყანაში დანაშაულის დონე ძალზე დაბალია, ტრანსპორტი მკაცრი გრაფიკით დადის წამი-წამში, სწორედ ამიტომ, იაპონელების უმეტესობა ტრანსპორტით დადის სამსახურში, ფეხით მოსიარულეებსაც ბლომად შეხვდებით. ქუჩებში იდეალური სისუფთავეა, მძღოლები საოცარი პედანტურობით იცავენ მოძრაობის წესებს და ბოლოს, თუ რაიმე გაუჭირდა ვინმეს, აუცილებლად დაეხმარებიან.

image

ასევე დაგაინტერესებთ


0
165
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0