x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დაკარგული ფეხბურთელის მამამ განცხადება გააკეთა
image

გაუჩინარებული ფეხბურთელის, ემილიანო სალას მამა, ორაციო სალა ამ ამბით შოკირებულია, რომ Piper PA-47 Malibu-ს თვითმფრინავი, რომლითაც "კარდიფის" თავდამსხმელი მიფრინავდა, ნაპოვნია ლა-მანშის მახლობლად, კუნძულ გერნსთან.

"მე არ შემიძლია, რომ ეს დავიჯერო, ეს ცუდი სიზმარია, მე ვარ სასოწარკვეთილი, მე ყოველდღე ვესაუბრებოდი სამძებრო გუნდს, მე არ მაქვს "ვათსაფი", ასე რომ, მათთვის ძნელია, რომ მე დამირეკონ." - ამბობს ორაციო სალა.

წყალქვეშა ძებნა დაიწყო კვირას, 3 თებერვალს და დაფინანსებულია იმ თანხებიდან, რომელიც GoFundMe-ის კომერციული პლატფორმიდან შეგროვდა. ამ დროისთვის 300 ათასზე მეტი ევრო შეგროვდა.

არგენტინის თავდამსხმელი ემილიანო სალა 21 იანვარს საღამოს ნანტიდან კარდიფში გაფრენის დროს გაქრა.


28 წლის ემილიანო სალა გახლდათ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი უელსის კლუბის ისტორიაში..

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც ფეხბურთელი მიფრინავდა, ფრენის დაწყებიდან 50 წუთში გაუჩინარდა სარადარო ეკრანებიდან და მანამდე პილოტმა მოითხოვა ექსტრემალური დაჯდომის ნებართვა.

0
233
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0