x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სასკოლო კატლეტი საბჭოთა კავშირიდან(რეცეპტი)
image


როგორც არ უნდა იყოს, ბავშვებისთვის საკვები განსაკუთრებულად ხარისხიანი ნედლეულისგან მზადდებოდა, ამასთანავე, ყოველგვარი სირთულის და უჩვეულო იდეების გარეშე: ხორცის ფარში, ჭვავის პური, ხახვი, ნიორი, კვერცხი და მარილი.




ამოცანა მარტივი იყო: ბავშვებისთვის დამზადებულიყო გემრიელი, ეკონომიური, სასარგებლო და დიეტური ულუფა. მარილს და წიწაკას(ან პილპილს) მცირე რაოდენობით უშვრებოდნენ, სამაგიეროდ, ხახვს და ნიორს დიდი დოზით, იმისთვის, რომ ბავშვებს საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მიკროელემენტები მიეღოთ, პურიც დიდი რაოდენობით ემატებოდა, თითქმის ხორცის პროპორციის ტოლი, არა იმისთვის, რომ პროდუქტი უფრო იაფი ყოფილიყო, არამედ კუჭისთვის ადვილად ასათვისებელი და მსუბუქი, არ დაგავიწყდეს თან, რომ მაშინ მართლაც ხარისხიანი ნატურალური ჭვავის პური გამოდიოდა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ სასკოლო კატლეტი არასდროს არ იწვებოდა, ის დიდ, სპეციალურ აირღუმლებში ორთქლზე მზადდებოდა.

image


image



რეცეპტი:


ფარში(შერეული)-600 გრამი


ჭვავის პური-360 გრამი


ხახვი-2 თავი


ნიორი- 1 თავი


კვერცხი-1ც.


მარილი-1/3 ჩაის კოვზი


წიწაკა, პილპილი გემოვნებით




ჭვავის პურს მოვაცლით ქერქს და დავალბობთ (ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი საკმარისია), შემდეგ ფარშს, გატარებულ ხახვს, ნიორს შევურევთ კვერცხს, მარილი და წიწაკა(ან პილპილი) გემოვნებით და ეს ყველაფერი ერთმანეთში ავზილოთ, პატარა გუნდებად დავყოთ და მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ჭვავის პურის ქერქის ნაფხვენებში ან საფანელში, შევწვათ მცენარეულ ზეთში 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში აირღუმელში ან ტაფაზე.

image

0
625
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0