x
image
ვიზა კოხაძე
პარიზში ნარკოტიკდამოკიდებული ქალის მიერ შეგნებულად გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის და მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა ( + ფოტოები და ვიდეო )

imageდღეს დილით, გამთენიისას პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რვასართულიან კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 8 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა და მათ შორის ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 ადამიანია დაშავებული და მათ შორის ერთი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც წყარო წერს, სიკვდილიანობა შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ზედა სართულებზე სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ხანძრის ლიკვიდაციაში 250-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და 5 საათიანი მცდელობის შემდეგ ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, როგორც ეჭვმიტანილი. საცხოვრებელი სახლის კომენდანტმა, ჰიუ სკოფილდმა BBC- თან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოდამოკიდებულია და ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ეჭვმიტანილია. ხელისუფლება ადასტურებს, რომ 40 წლის ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ეჭვმიტანილი და დაკავებულია.

როგორც ერთ - ერთი მცხოვრები აცხადებს, ქალი იმ საღამოს მუსიკას უსმენდა ძალიან მაღალ ხმაზე, რაზეც მეზობელმა, პროფესიით მეხანძრემ საყვედური გამოთქვა და მას შენიშვნა მისცა, რაზეც მთვრალმა ქალმა უპასუხა: – " შენ ხომ პროფესიით მეხანძრე ხარ და მაშინ სახლს გადაგიწვავ".imageimageimageimageსხვა შემზარავ ისტორიებს იხსენებენ მცხოვრებლები. რაც შეეხება სახანძროს წარმომადგენლებს, ისინი იხსენებენ, თუ როგორ ჰგავდა ყველაფერი აპოკალიფსს და როგორ ითხოვდა ხალხი ფანჯრებიდან შველას.ზოგმა მცხოვრებმა სახურავიდან გადაძრომა შეძლო მეზობელ კორპუსებზე. გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, მერიამ განცხადება გაავრცელა დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების გამოყოფის თაობაზე. პარიზის მერმა, ანა იდალგომ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და წუთიერი დუმილით გახსნა საკრებულოს სხდომა. მან ადგილზე მოინახულა კორპუსის მცხოვრებლები, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ.imageimage

0
125
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0