x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზოგიერთი რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ბიჭები... როგორც არ უნდა გვაბრაზებდნენ, მათ გარეშე მაინც ცოტა ძნელია.

როგორც ამბობენ, ყველა გზა რომში მიდისო, ჰოდა... ბიჭების საქმეც ასეა: გაგვაბრაზებენ, ნერვებს მოგვიშლიან, მერე სხვას ვნახავთ და ვიტყვით, ეს ისეთი არ არის, ეს სხვაა. მერე კი, ყველაფერი თავიდან იწყება.

შემდეგ იწყება კონსულტაციები გამოცდილ დაქალებთან და ტირილი, გულის მოფხანა მათზე. თუმცა იქნებ, ყველაფერი ბიჭების ბრალი არ არის? ხომ ამბობენ, კაცები მარსიდან არიან და ქალები - ვენერიდანო. ცოტაც რომ მოვინდომოთ, იქნებ მათიც გავიგოთ და ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იყოს.

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცით, მაგრამ მე მაინც შევაგროვე და გადავთვალე, - სულ 31 გამომივიდა. მზად ხართ?მოკლედ, ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.image


1. ბიჭები ექსტრასენსები არ არიან, ამიტომ შენი არაპირდაპირი ნათქვამის გაგება უჭირთ. ყოველთვის პირდაპირ უთხარი, რისი თქმაც გინდა.

2. ბიჭებს არ მოსწონთ პაიკის როლის თამაში, ამიტომ ნუ წარადგენ მას შენს მეგობრებთან ისე, თითქოს ის პრიზია, რომლისაც უნდა შეშურდეთ.

3. ბიჭები ბუნებით მესაკუთრეები არიან, ასე რომ, ფრთხილად იყავი.

4. 21 საუკუნის მიუხედავად, ბიჭების დიდ ნაწილს მაინც არ მოსწონს, გოგოები რომ სიგარეტს ეწევიან.

5. ბიჭთან ერთად ყოფნისას ივარჯიშე მსუბუქად, ნუ შეეცდები მაინცდამაინც მასი თანდასწრებით დაიკლო წონაში და ჩადგე ფორმაში. ის ამ დროს აუცილებლად იფიქრებს, რომ თავს იტანჯავ და ვერც მიხვდება, რატომ.

6. ბიჭებს მოსწონთ, როცა უსმენ.

7. კამათის დასრულება სიტყვებით: როგორც გინდა, ან შენი ნებაა, - არ არის მისაღები.

8 თუ გინდა სექსი, უბრალოდ უთხარი.

9. ნუ დაელოდები, რომ ბიჭები სასიამოვნო სიტყვებს გეტყვიან, როგორც ეს კინოში ხდება. იყავი რეალისტი, შეიძლება 10-მა ბიჭმაც ვერ მოახერხოს იმის თქმა, რასაც კინოში ერთი ბიჭი ამბობს.

10. ბიჭების აზრით, მხოლოდ მოდელებმა უნდა ატარონ ის აბდაუბდა, რასაც მოდურ შურნალებში ათვალიერებ.

11. ბიჭები ძალიან ეჭვიანები არიან, ამიტომ თუ მას მოსწონარ, უნდა, რომ ის ერთადერთი ბიჭი იყოს, ვისაც ელაპარაკები, სხვა ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

12. მიუხედავად ყველაფრისა, მათ შეუძლიათ თავიანთი ლანჩის ფულით შენთვის ყვავილები იყიდონ.

13. ბიჭებს სჭირდებათ დაჯერება, რომ ისინი ისევ სასურველები არიან.

14. მათ არ აინტერესებთ, როგორი არისტოკრატიული ხარ და მაღალფარდოვნად საუბრობ.

15. ბიჭები მზად არიან, გააკეთონ ნებისმიერი საინტერესო რამე შენთან ერთად, ასე რომ, უბრალოდ უთხარი ამის შესახებ.

16. ბიჭები იმაზე უფრო ემოციურები არიან, ვიდრე შენ ფიქრობ.

17. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ შენ შეამჩნიო.

18. მაინცდამაინც არ აკვირდებიან დეტალებს და თუ შენ რამდენიმე სანტიმეტრით შეიმოკლე თმა, ნუ ელოდები, რომ ისინი შენი დაქალებივით მალევე შეამჩნევენ ამას.

19. ბიჭებს მოსწონთ პორნოს ყურება .

20. "თამაში დაიწყო" - ეს მათი აზრით, მობოდიშების ყველაზე კარგი ფორმაა.

21. სამზარეულოში ტრიალი კიდევ უფრო მომხიბვლელს ქმნის გოგოს.

22. არ შეიძლება იმაზე გაბრაზება, თუ შენი შეყვარებული უარს გეტყვის, შენი რომელიმე დაქალი გაურიგოს მის მეგობარს - კაცური სოლიდარობა.

23. შენ ხომ მოგწონს, როცა ბიჭები გეპატიჟებიან სადილად და ზუსტად ისევე, მათაც მოსწონთ, როცა გოგოები პატიჟებენ.

24. მათი გაკრიტიკება მანქანის ტარებისას არ შეიძლება.

25. გინდ დაიჯერე, გინდ არა, - ბიჭების 99%-ს არ უნდა შენი წყენინება.

26. ბიჭები შეიძლება მთელი დღის მანძილზე ეფლირტავებოდნენ სხვა გოგონებს, მაგრამ ძილის წინ იმ ერთადერთზე ფიქრობენ.

27. მათ არ უყვართ, როცა შენს ყოფილზე ლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ კონტექსტში მოიხსენებ მას.

28. თუ ბჭები ამბობენ თავის მეგობრებთან, რომ ის შენზე ჭკუას კარგავს, ეს მართალია, ბიჭები იშვათად აკეთებენ ამას .

29. ბიჭები უფრო მეტს ლაპარაკობენ გოგოებზე, ვიდრე გოგოები ბიჭებზე - აი, ეს სრული სიმართლეა.

30. ბიჭებს მოსწონთ ნაწნავებიანი გოგოები.

31. ბიჭები ფეხბურთს და ვიდეოთამაშებს იმდენი ხანს თამაშობენ, დაახლოებით, რაც ჩვენ გვჭირდება მაკიაჟის გასაკეთებლად ან ახალი რომანის წასაკითად.


0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ღონღაძე
სოფიო ღონღაძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0