x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე მაგარი რედაქტორი მსოფლიოში ანუ რატომ მიყვარს ინტერმედია

რას არ წააწყდები ინტერნეტ-სივრცეში მოგზაურობისას - ხან ძველისძველ, ბავშვობისდროინდელ სიმღერას იპოვი, ხანაც დიდი ხნის წინ ნანახ, ნახევრად დავიწყებულ ფილმს. ეს დალოცვილი ფეისბუკი ხომ ათას საინტერესო გვერდს და საიტს "ამოგვიგდებს" ხოლმე. სწორედ ასეთი ვირტუალური ხეტიალისას წავაწყდი ინტერმედიის ერთ-ერთ სტატიას. მანამდე ამ საიტის არსებობის შესახებ არაფერი არ მსმენოდა. რახან სტატიის ავტორს კატეგორიულად არ დავეთანხმე, გადავწყვიტე მასთან პოლემიკაში ჩართვა და ჩემი აზრის დაწერა კომენტარის სახით. საიტმა ამის საშუალება არ მომცა და რეგისტრაცია მომთხოვა. რეგისტრაციაც გავიარე და ასე მოვხვდი intermedia.ge-ს საოცარ სამყაროში. მალევე გავიგე, რომ ეს არის სამოქალაქო ჟურნალისტიკის უნიკალური პროექტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაქვეყნოს სტატიები - როგორც საავტორო, ასევე სხვა ენიდან ნათარგმნი; ატვირთოს ვიდეოები და ფოტოები; შეაფასოს სხვა ავტორების მასალები და გამოთქვას საკუთარი აზრი ამ თუ იმ მასალის შესახებ. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ საიტის ადმინისტრაცია ამაში გარკვეულ საფასურს იხდიდა.



image



საიტზე დარეგისტრირებიდან ორიოდე თვეში ხელშეკრულებაც გავაფორმე და მას შემდეგ აგერ უკვე თითქმის 6 წელია ინტერმედიის ავტორი ვარ. ამ ხნის განმავლობაში საიტმა უამრავი ცვლილება განიცადა: შეიცვალა მისი მესაკუთრე, საიტის დიზაინი, იცვლებოდნენ ავტორები, რედაქტორები, თუმცა საიტის სტილი და პრინციპი ერთი და იგივე რჩებოდა. რაც ყველაზე მთავარია: ინტერმედიამ ერთ მუშტად შეგვკრა და დაგვაახლოვა ავტორები, ვირტუალური მეგობრობა რეალურში გადაიზარდა და რამდენიმე სასიამოვნო, სამახსოვრო შეხვედრაც მოვაწყვეთ, სადაც კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი.

რა თქმა უნდა, საიტს ჩავარდნის პერიოდებიც ჰქონდა- იყო დროის გარკვეული მონაკვეთი, როცა საიტის ადმინისტრაცია ნაკლებად ზრუნავდა როგორც მის იმიჯზე, ასევე ავტორების პრობლემებზე, თუმცა ეს ერთი წელია, რაც ინტერმედიას სასიკეთო ხელი დაეტყო და საქმე უკეთესობისკენ წავიდა- ამის შედეგია ის, რომ დღესდღეობით intermedia.ge საუკეთესო ქართული საიტების ხუთეულში შედის და მას ყოველდღე ასიათასობით ვიზიტორი ჰყავს. რა თქმა უნდა, საიტის წარმატება მისი ავტორების და რედაქტორის დამსახურებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერმედიას შესანიშნავი რედაქტორი ჰყავს კოტე ხრიკაძის სახით და მას საიტის წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. ავტორების ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი პრობლემა უპასუხოდ და უყურადღებოდ არ რჩება. კოტე ყოველ წამს მზად არის დაგვეხმაროს და მხარში დაგვიდგეს თითოეულ ავტორს, ამიტომ გვიყვარს და ვაფასებთ მას. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ინტერმედიის რედაქტორობის პარალელურად, კოტე ტელეკომპანია "იმედშიც" მუშაობს და საკმაოდ პოპულარული სატირულ-იუმორისტული შოუ "ვასმედიას" სცენარისტია. მოკლედ, ეს ახალგაზრდა კაცი ყოველმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და ყველაფერს ასწრებს.



image


მაინც რატომ დამჭირდა ამხელა შესავალი?- საქმე ისაა, რომ დღეს ჩვენი რედაქტორი კოტე ხრიკაძე იუბილარია - მას დაბადების დღე აქვს. თავს უფლებას ვაძლევ და ინტერმედიის ავტორების სახელით ვულოცავ მას დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში. მადლობა ინტერმედიას იმისათვის, რომ მისი წყალობით ასეთი ნიჭიერი და კარგი ადამიანი გავიცანი.

მე მიყვარს ინტერმედია!

7
28
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
28
  
5 თებერვალი, 14:51
მეც ვუერთდები მილოცვებს!
ბედნიერებასა და სიხარულს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში, ხოლო სამსახურებრივ კარიერაში - წარმატებებს და წინსვლას!
5 თებერვალი, 13:37
ვულოცავ იუბილარს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, როგორს პირად ცხოვრებაში ასევე სამსახურეობრივ "ფრონტზე".
პირფერობა, რომ არ მჩვევია ლამის მთელმა ინტერმედიამ იცის ამიტომაც თამამად ვიყტვი: კარგი რედაქტორი და კიდევ უფრო უკეთესი პიროვნება ხარ კოტე, ძალიან ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
5 თებერვალი, 12:21
ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო!
5 თებერვალი, 12:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 თებერვალი, 10:53
წარმატებები კოტეს და ასევე ყველა ინტერმედიელებს
5 თებერვალი, 9:21
წარმატებებს ვუსურვებ კოტეს :-)
5 თებერვალი, 9:15
გილოცავთ :) კვლავაც ბევრი წარმატება
0 1 7