x
image
გემი დალანდი
8 რამ, რაც საყვარელი ადამიანის გულისთვისაც კი არ უნდა გააკეთოთ
image

როცა გვიყვარს, კრიტიკულად აზროვნება გვავიწყდება. ეს კი ხშირად ხდება პარტნიორის მიერ გამოვლენილ შეურაცხმყოფელ ქცევაზე დაგვიანებული პასუხის მიზეზი. რას არ უნდა შეურიგდეთ, თუნდაც სიყვარულის სახელით, რომ საკუთარი “მე" არ დაკარგოთ და ბედნიერი იყოთ? ფსიქოლოგები და ურთიერთობების სპეციალისტები გვირჩევენ არასოდეს, არასოდეს არ ვთქვათ უარი ამ 8 რამზე, თუნდაც საყვარელი ადამიანის გამო.


1.არ შეცვალოთ თქვენი წარმოდგენა მომავალზე

imageგინდოდათ მოგზაურობა, ან ტყის პირას ცხოვრება? იქნებ ბევრი შვილი გინდოდათ ან მხოლოდ ერთი? მნიშვნელოვანი ერთი რამაა:თუ თქვენი და თქვენი პარტნიორის წარმოდგენები მომავალზე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, არ ღირს თქვენი სურვილების წინააღმდეგ წასვლა და იმაზე დათანხმება, რაც თქვენს პრინციპებს, შეხედულებებს და სურვილებს ეწინააღმდეგება.


ურთიერთობის დასაწყისში, ეიფორიის გავლენით თუ ურთიერთობაში კომფორტის გამო, ჩვენ ხშირად ვამბობთ უარს იმაზე, რასაც სინამდვილეში ვიმსახურებთ და უფრო ნაკლებს ვჯერდებით. თუმცა, გახსოვდეთ, არც ახლა და არც მომავალში ასეთი გადაწყვეტილება ბედნიერებას არ მოგიტანთ.


2.უარი თქვით გამუდმებულ მსხვერპლშეწირვაზე

ამ პუნქტში უფრო წვრილმანი ცხოვრებისეული მომენტები იგულისხმება. ურთიერთობა - ეს პირველ რიგში პარტნიორობაა.ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს იდეალურ ვითარებაში. გასაკვირი არაა, რომ თუ ერთ პარტნიორს გამუდმებით უწევს რაიმეს კეთება, ვიდრე მეორეს ( იქნება ეს ფინანსური პრობლემები, ემოციური მხარდაჭერა თუ უბრალოდ სახლის საზრუნავი) და სიტუაციის გამოსწორებას არანაირი საუბრები არ შველის, სიყვარულს თანდათან ბზარი უჩნდება. ყველა ადამიანი ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს. ამიტომ, ნუ დახარჯავთ თქვენს ძვირფას დროს იმაში, რომ ასიამოვნოთ ისეთ ადამიანს, რომელიც საპასუხოდ არაფრის გაკეთებას არ აპირებს.


3. არ მოითმინოთ ფსიქოლოგიური ძალადობა

imageთუ თქვენი პარტნიორი თავის შეცდომას არ აღიარებს და ცდილობს ყოველთვის თქვენ დაგადანაშაულოთ, მაშინ საქმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან გვაქვს. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია:ასეთი სიტუაცია, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ნამდვილ ტანჯვად იქცევა. არ დაგავიწყდეთ, რომ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები სხვისი ემოციების, პრობლემების თუ შიშების მიმართ ისეთივე ყურადღებას იჩენენ, როგორსაც საკუთარისადმი.

ეპიზოდური შემთხვევები, როცა პარტნიორს სამსახურში რთული დღე ჰქონდა და ამის გამო უხეშობა გამოავლინა თქვენს მიმართ, სათვალავში არ მიიღება, უნაკლო არავინაა და თუ პარტნიორი თავისი საქციელისთვის ბოდიშს მოიხდის, პანიკის საფუძველი არ გაქვთ. მაგრამ თუ გამუდმებით გრძნობთ, რომ თქვენი პრობლემები თქვენს პარტნიორს არ აინტერესებს და თავს დამნაშავედ გრძნობთ იმის გამო, რაც არ დაგიშავებიათ, ეს უბრალოდ არაჯანსაღ ურთიერთობაზე მიუთითებს.


4.არ გახდეთ დამოკიდებული

ურთიერთობის დასაწყისში, როცა ემოციები და გრძნობები ადამიანს სრულიად მართავს, ეჩვენებათ, რომ პარტნიორის გარეშე ცხოვრება ინტერესს კარგავს და დაშორება უჭირთ. ხდება ისე, რომ ამ დროს შეყვარებულები ცხოვრებიდან ამოვარდნილებივით არიან, მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნით არ შეიძლება.

როცა პარტნიორის გვერდით ყოფნის სურვილი მოთხოვნილებად იქცევა, თქვენ ამ დროს შესაძლოა საზღვარი დაკარგოთ გატაცებასა და დამოუკიდებლობას შორის. ეს ცუდია იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადამიანს მიდრეკილება აქვს ასეთი ქცევისადმი. თუმცა, უფრო უარესია, თუ ერთმა პარტნიორმა ეს ფაზა უკვე დაასრულა და მეორე კი ჯერ ისევ ეიფორიის ტყვეობაშია.


5. არ დააიგნოროთ “ქიმიის" არარსებობა

imageმრავალრიცხოვანი ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ ინტიმური ცხოვრების გარეშე მტკიცე, ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამ საკითხში ყველა წყვილი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადი გზავნილი ასეთია:თუ წყვილს შორის “ქიმია" არ არის, ეს ადრე თუ გვიან ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იმოქმედებს და შედეგად კონფლიქტებს და ურთიერთობების ნგრევას გამოიწვევს.


6.არ მისცეთ უფლება, დაგაკომპლექსონ

ხდება, რომ კრიზისულ ეტაპზე პარტნიორმა შესაძლოა უხეშად მიგითითოთ თქვენს ნაკლზე. გრძნობების გამო, ჩვენ ასეთი საქციელი შესაძლოა გავატაროთ, მაგრამ გახსოვდეთ, ეს ყველაზე მოკლე და კარგი გზაა ზედმეტი კომპლექსების “ასაკიდებლად".

არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ თქვენი მისამართით ასეთი მოპყრობა. თუ პარტნიორი თავის შეცდომას მიხვდება, ძალიან კარგი, მაგრამ თუ ისევ და ისევ გააგრძელებს თქვენი მისამართით შეურაცხყოფის გამოვლენას, დროა, უკანმოუხედავად წახვიდეთ.


7.თქვენი წრე ვიწროვდება

imageამ შემთხვევაში ის სიტუაცია იგულისხმება, როცა თქვენი პარტნიორი ცდილობს თქვენს წრეს, საქმიანობას და ინტერესებს ჩამოგაშოროთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდებით ცდილობს ის ამის გაკეთებას, შეეცადეთ, ეს საწყის ეტაპზევე აღკვეთოთ.

თუ თქვენი პრეტენზიის პასუხად, პარტნიორის ზეწოლა იკლებს, ეს შესაძლოა “დროებითი კრიზისი" იყო, მაგრამ თუ გამუდმებით გაყენებენ არჩევანის წინაშე: “ან ასე, ან მორჩა!" ან გპირდებიან, რომ შეიცვლებან და მაინც ძველებურად ცდილობენ თქვენს გაკონტოლებას, დაფიქრდით, მზად ხართ ასეთი ცხოვრებისთვის?


8.არ შეურიგდეთ უკომპრომისობას

თუ თქვენ ჩინური სამზარეულო გიყვართ, თქვენს პარტნიორს კი იტალიური, მაშინ თითოეული ცალკე უკვეთავთ ან მოილაპარაკებთ და სამშაბათს ჩინურ რესტორანში წახვალთ, კვირას - იტალიურში. სწორედ ასე ხდება ჯანსაღი ურთიერთობებისას და სწორედ ამას ჰქვია კომპრომისი. თუ თქვენს შეხედულებებს პარტნიორი იშვიათად, ან საერთოდ არ ითვალისწინებს, ეს თქვენს შორის დაძაბულობას და საბოლოოდ კი - დაშორებას გამოიწვევს.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0