x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მან შთამ­ბეჭ­და­ვად შე­ას­რუ­ლა, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო" - ქეთათო "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებზე
image


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე ტური გე­ნი­ა­ლურ მუ­სი­კოს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ანს, მე­ფეს მი­ე­ძღვნა. შეს­რულ­და მისი არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს ეკუთ­ვნის. სცე­ნა­ზე მუ­შა­ობ­და ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და ბენ­დი. კონ­კურ­სან­ტებ­მა და­ვა­ლე­ბას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვეს.

ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი იყო ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნამ­ღერს აფა­სებ­და. კონ­ცერტს ეს­წრე­ბოდ­ნენ ჩარ­კვი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც.

მე­ო­რე ტუ­რის აუტ­სა­ი­დერ­თა შო­რის - დიმა კო­ბე­შა­ვი­ძე და იკა­კო ალექ­სი­ძე აღ­მოჩ­დნენ. თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ კონ­კურსს დიმა კო­ბე­შა­ვი­ძე გა­მო­ე­თი­შა.


კონ­კურ­სის ლი­დე­რი კვლავ ოთო ნემ­სა­ძე აღ­მოჩ­ნდა სიმ­ღე­რით "სა­ქარ­თვე­ლო".



იკა­კო ალექ­სი­ძე:


- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო დღე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტი. გა­მი­ხარ­და, რომ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოგ­ვიხ­და. პა­ტა­რა-პა­ტა­რა ხარ­ვე­ზი კი მქონ­და, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბელს მა­ინც მო­ე­წო­ნა, ჟი­უ­რი­საც. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ხმა ვერ მი­ვი­ღე და ამის გამო აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდი. რა თქმა უნდა, ამა­საც ვე­ლო­დი და ლი­დე­რო­ბა­საც. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, დი­მამ რომ და­ტო­ვა პრო­ექ­ტი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ყვე­ლას დაგ­ვაკ­ლდე­ბა. ის სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნია და ბევრ რა­ღა­ცას გვივ­სებ­და კონ­კურ­სან­ტებს, ახლა ცოტა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა მის გა­რე­შე გაგ­რძე­ლე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მას წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.


image


დიმა კო­ბე­შა­ვი­ძე:

- ეს არის კონ­კურ­სი და თან, ჩემ­თვის პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი არ არის, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ად­რეც ყო­ფი­ლა, ვე­რა­ფერს გან­სა­ზღვრავ, რაც მოხ­და, მოხ­და. კონ­კურ­სის წე­სე­ბის მი­ხედვთ ასეა.

ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი და ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ნა­წი­ლე. ამი­ტო­მაც შევ­ხვდი აუ­ღელ­ვებ­ლად.

ჩარ­კვი­ა­ნის ტური დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო და ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც დღეს ჟი­უ­რის­გან მი­ვი­ღე, სა­სი­ა­მოვ­ნოა და ამ შე­ფა­სე­ბე­ბის მერე რომ ვტო­ვებ პრო­ექტს, ჩემ­თვის ეს უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! ამას­თან, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი შეს­რუ­ლე­ბით. ხომ ნა­ხეთ, სცე­ნა­ზე თავს ვერ ვი­კა­ვებ­დი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მაქ­სი­მუ­მი დავ­დე.


image


ოთო ნემ­სა­ძე:

- მე­ფის ტური და „მე­ფის კარ­ზე“ სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც მუ­სი­კა-მო­მა­ვა­ლი მომ­ცა, ისე­თი, რაც თა­ო­ბებს დარ­ჩე­ბა - რო­გო­რიც ჰქონ­დათ მა­მა­ჩე­მის თა­ო­ბას, ჩემ­სას, ასე­ვე ექ­ნე­ბა ჩვენს შვი­ლებს, მათ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს, შვილ­თაშ­ვი­ლებს. ის მათ კი­დევ მის­ცემს მო­მა­ვალს. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი მსოფ­ლიო დო­ნის, ტო­პკ­ლა­სის მუ­სი­კო­სია, ნინა სი­მო­ნეს­გან ვერ ვას­ხვა­ვებ...

დიდი მად­ლო­ბა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს, მად­ლო­ბა სა­ო­ცარ ორ­კესტრს, არა­რე­ა­ლუ­რად მა­გარ ბენ­დს, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“, რომ­ლის მე­ო­რე ტური შედ­გა და შედ­გა ისე, რომ ვე­რა­ვინ ერთ ზედ­მეტ სი­ტყვას ვერ იტყვის. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის - გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით მოვ­დი­ვარ აქამ­დე და მათ გა­რე­შე ჩემს ცხოვ­რე­ბას აზრი ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბო­და. მინ­და და­ვა­მა­ტო - ყო­ვე­ლი ტური ყო­ვე­ლი მო­ნა­წი­ლის­თვის დიდი სტრე­სია, მე ვარ ჩემს ძა­ლი­ან მა­გარ მუ­სი­კოს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ჩვენ­თვის თი­თო­ე­უ­ლის კონ­კურ­სი­დან წას­ვლა ტკი­ვი­ლია. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, წლე­ბი გვაქვს გავ­ლი­ლი და სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე ერ­თად გვიმ­ღე­რია. დაე, ღირ­სე­უ­ლი წა­ვი­დეს „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ და ყვე­ლამ უგულ­შე­მატ­კივ­როს ღირ­სე­ულს.


image


ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი:

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით, კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე „სა­ქარ­თვე­ლო“ და „გად­მოვ­ცუ­რავ ზღვას“ - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ და ორი­ვე რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი კომ­პო­ზი­ცია იყო. ამი­ტომ ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ თურ­მე არ უნდა მე­ნერ­ვი­უ­ლა, ოთომ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვად შე­ას­რუ­ლა, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.


არ შე­მიძ­ლია, არ აღ­ვნიშ­ნო, რომ თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. არან­ჟი­რე­ბა ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის იყო, უდა­ვოდ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტის­თვის, - ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რო­დე­საც ამ­ხე­ლა სცე­ნა­ზე ორ­კესტრთან და გე­ნი­ა­ლურ ბედნ­თან ერ­თად, ირაკ­ლის რე­პერ­ტუ­არს ას­რუ­ლებ. ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დია, რა­საც კონ­კურ­სან­ტებ­მა კარ­გად უპა­სუ­ხეს.


იმ­დე­ნად კარ­გად იყო გა­ორ­კესტრე­ბუ­ლი ძვე­ლი ვერ­სი­ე­ბი და თე­მე­ბი ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ იყო წა­მო­წე­უ­ლი, სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რა გა­ე­რი­ა­ნე­ბი­უ­ლი, რომ უზო­მოდ მო­მე­წო­ნა. კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბის კარგ მუ­სი­კა­ზე, კარ­გად ნა­მუ­შე­ვა­რი ვი­ხი­ლეთ. და­ნარ­ჩე­ნი ზოგი კონ­კურ­სან­ტი ღე­ლავ­და, ზოგი - არა, მაგ­რამ, და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა.


თუმ­ცა ფა­ვო­რი­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. სა­მი­ვე გო­გო­ნას ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, სა­მი­ვე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ბი­ჭებ­შიც რამ­დე­ნი­მე ფა­ვო­რი­ტი მყავს, ერთი არა.


„ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ვინ წავა, ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი მათ­გან ვის შარ­ჩევს, არ ვიცი. მთა­ვა­რია, ვინც გა­ი­მარ­ჯვებს, ზუს­ტად ჰქონ­დეს მორ­გე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა, კარ­გი სიმ­ღე­რა შურ­ჩი­ონ.


image

1
64
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
64
  
2019, 4 თებერვალი, 17:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1