x
მსოფლიო „ცივი ომი II-ის“ მოლოდინში - რატომ ტოვებს აშშ INF Treaty-ის?

image

1-ლ თებერვალს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (INF Treaty) გამოსვლას იწყებენ და ამ პროცესს 180 დღეში დაასრულებენ. ეს 6 თვე რუსეთს "მისცეს" საიმისოდ, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და გაანადგუროს ის რაკეტები, რომლებიც ამ შეთანხმებას არღვევს. თავის მხრივ, უკვე 2 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცადა, რომ რუსეთიც ტოვებს შეთანხმებას:

"ჩვენ შემდეგნაირად ვიმოქმედებთ, ჩვენი პასუხი სარკისებრი იქნება. ამერიკელმა პარტნიორებმა
განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას ამ შეთანხმებაში და ჩვენც ასე მოვიქცევით. რუსეთი არ განათავსებს ამგვარ შეიარაღებას არც ევროპაში და არც მსოფლიოს სხვა წერტილში, ვიდრე ამ რეგიონებში მსგავსი ამერიკული შეიარაღება არ განთავსდება".

რაზე მიანიშნებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება?

რაც ყველაზე ცხადია, ისაა, რომ მსოფლიო
გარდამავალ პოლიტიკურ პროცესში იმყოფება და ძველი, ათწლეულების წინ დადებული ხელშეკრულებები უკვე ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, შესაბამისად, საჭიროა მათი განახლება. INF Treaty დაიდო მაშინ, როდესაც მსოფლიოში, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ორი დაპირისპირებული ბანაკი იყო - აშშ და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. მაშინ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი ან თუნდაც ირანი არ წარმოადგენდნენ ისეთ საფრთხეს, როგორც დღეს. ვინაიდან ეს ქვეყნები შეთანხმებაში არ მონაწილეობენ და არ არიან ვალდებულები შეზღუდონ საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება წამგებიან მდგომარეობაში რჩება როგორ შეერთებული შტატები, ისე რუსეთი.

INF Treaty-ის გაფორმების შემდეგ მართალია ორივე მხარემ გაანადგურა შეთანხმებით გათვალისწინებული რაკეტები, თუმცა შემდეგ რუსეთმა კვლავ დაიწყო მათი წარმოება (მათი თქმით, 9M729 ტიპის რაკეტები შეთანხმებას არ არღვევს, ვინაიდან მათი მოქმედების რადიუსი 480 კილომეტრია, ამერიკული მხარე კი აცხადებს, რომ მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს გადააჭარბებს, შესაბამისად ირღვევა შეთანხმება). საეჭვოა ამერიკის მხარესაც, რომ არ დაეწყო ხელშეკრულების მალულად დარღვევა და აკრძალული რაკეტების გაკეთება. ამის ფონზე INF Treaty-ს შენარჩუნება კი თავის მოტყუებას დაემსგავსებოდა ორივე მხარის მიერ.
რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყანასთან შეერთებულ შტატებსა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "სავაჭრო ომი" აქვს გამოცხადებული. მთელი რიგი დარღვევები ორმხრივ ვაჭრობაში არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხესაც ამერიკის სპეცსამსახურები ხედავენ ჩინეთთან მიმართებით: წაიკითხეთ ვრცლად
0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0