x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიდევ ერთი საბჭოთა დროინდელი საიდუმლო თუ ფანტაზიის ნაყოფი?!

image

ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ", რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამ­შრომლებს. პოლონელმა - შტეფან ჰლაზეკმა „კარსანში“ დაზვერვითი ექსპედიცია ჩაატარა. 1910 წ. დამრეც რელიეფზე მშენებლობა დაიწყო და 1913 წ. დასრულდა. გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობას რომ ხელი არ შეშლოდა, „კარსნის“ ტერიტორია დაცული იყო... 500 მ. რადიუსში იკრძალებოდა ყოველგვარი მშენებლობა.„კარსანის მაგნიტური კომპლექსის ნაგებობები: მთავარი შენობა, დიდი და მცირე პავილიონები აბსოლუტური დაკვირვებისათვის და საცხოვრებელი ბინები. მაგნიტოგრაფებისა და მაგნიტომეტრებისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პავილიონი.“ ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების სპეციალისტის, შუქრი აბრამიძის თქმით, კარსანში იყო რადიოქიმიური ლაბორატორია, ჰქონდათ გამა-გამოსხივების წყაროები, აკეთებდნენ სტერილიზაციას და გარკვეულ დასხივებას სხვადასხვა ნიმუშებისა, მაგალითად, სათესლე მასალის, სიმინდის, თამბაქოსი და სხვა...გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ სოფელ „კარსანში“ 1935 წლამდე იფუნქციონირა. 1946 წელს, „კარსანი“ „ბაგინეთის“ ექსპედიციას გადაეცა.მოგვიანებით ტუბდისპანსერს, რომელსაც ორი განყოფილება ჰქონია. ერთში ჩვეულებრივი პაციენტები იყვნენ, მეორეში - პატიმარი პაციენტები.მათი პალატები რკინის გისოსებში იყო ჩასმული. თვითმხილველთა გადმოცემით, გასული საუკუნის 80-იანი წლების არეულობის დროს, იქ რომელიღაც დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იქ იყო ძვირფასი ლითონის დანადგარები. საავადმყოფო გაძარცვეს და დაარბიეს, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, პატიმრების ჩათვლით, გაიქცნენ. განადგურდა პრეპარატები, პაციენტთა ანალიზის მასალები... 2002 წლის აღწერით, "კარსანში მხოლოდ ცხრა კაცი ცხოვრობდა.

მცხეთა. შიდა ქართლი

0
333
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0