x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 4-10 თებერვალი
image


თუ გსურთ, რომ სიახლეებსა და მოსალოდნელ მოვლენებს მზად დაუხვდეთ, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი


თქვენი მფარველი პლანეტა მარსი დისციპლინისა და წარმატების ფაზაში ინაცვლებს. 2019 წლის 6 თებერველს თავს ისე კარგად იგრძნობთ, როგორც არასდროს. ამ თარიღიდან მარტივად შეძლებთ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თებერვლის დასაწყისში მარსი გაბედულებას შეგძენთ, გამოიმუშავებთ ორგანიზების უნარს. გახდებით უფრო ინოვაციურები. იყავით თავის მსაჯული, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარი ქმედებების სისწორეში, რათა წარმატებისკენ მიმავალი გზა არ დაიხშოთ.



კურო

ახალი მთვარე თქვენს მეათე სახლშია, ასე რომ, დროა გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ სიახლის მოყვარულნი არ ხართ, პირველ კვირაში კარიერული ცვლილებები გელოდებათ. ეს ის დროა, როცა ახალი კალაპოტის გაკვლევა მოგიწევთ და დილემის წინაშე აღმოჩნდებით. მიღებული გადაწყვეტილება ცხოვრებას შეგიცვლით.



image


ტყუპები


თებერვლის დასაწყისში ტყუპებმა საკუთარი რესურსი უნდა დააინვესტირონ. მიჰყევით თქვენს ღირებულებებსა და სურვილებს. პლანეტები პირად ურთიერთობებში უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ, ამის მიუხედავად, თავადვე გაკვირვებული დარჩებით, როგორ ადვილად შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მეგობრებისა და ოჯახის წევრების არნახულ მხარდაჭრეას იგრძნობთ. ასევე, შეხვდებით რამდენიმე საინტერესო ადამიანს. ისინი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.


კირჩხიბი


მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ 6 თებერვლის შემდეგ, მარსი მოგზაურობს თქვენს მეშვიდე სახლში ანუ ურთიერთობის არენაზე. ეს მოვლენა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შესაძლებლობა გეძლევათ თავი კომფორტულად იგრძნოთ. კირჩხიბებისთვის ცხოვრების ნანატრი პერიოდი დგება და ისღა დარჩენიათ, სულ ცოტაოდენი მოთმინება გამოიჩინონ და უკან ჩამოიტოვონ წარსული.
იმ კირჩხიბებს, რომლებსაც გვერდს საყვარელი ადამიანი უმშვენებს 2019 წლის თებერვლის დასაწყისში პლანეტები ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდებიან, მთავარია გვერდით ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელიც მათ აფრთიანებს და დაცულად აგრძნობინებს თავს. ისინი კი, ვინც ეულად არიან, აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათი მეგობარი გახდება. თებერვლის დასაწყისში მტრულად განწყობილ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. შესაძლოა პრემიაც მიიღოთ ხარისხიანი სამუშაოსთვის. ასევე, მთავარი ფიგურა გახდებით გაყიდვების სფეროში.



იხილეთ ყველა ნიშანი სრულად > > >





0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0