x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ ვმართოთ ბიზნესი, რომ წარმატებული იყოს. სინერჯი ჯგუფის კვლევები, რა მეთოდს იყენებენ ეგრედწოდებული უფროსები
სინერჯი ჯგუფის კვლევები

image

მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია“, “ სინერჯი ჯგუფის " მიერ. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. ინსაითები მიზნად ისახავს უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერების, ასევე რიგითი თანამშრომლების დახმარებას გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში.

image


ორგანიზაციების წამყვან პირებს ხშირად უწევთ შეხვედრა, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ საკითხები იმდენად ლოკალური და ოპერაციულია, მენეჯერებს არ უჩნდებათ განცდა, რომ ერთი გუნდის წევრები არიან, რომ ერთ ნავში სხედან. მიზანზე შეხვედრა კი აერთიანებს მენეჯმენტს. ყველა ერთი მიზნისკენ იწყებს მოძრაობას. მათ უკეთ ესმით ერთმანეთის და ამის შემდგომ ჩატარებული თითოეული შეხვედრა გაცილებით ეფექტიანია. ყალიბდება ერთი მთლიანი ორგანიზმი.

მიზნის როლი

მაგალითად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დავით გარეჯის მოსანახულებლად, რომელი გზა ავირჩიოთ. ან რუსთავით წავიდეთ ან საგარეჯოს მხრიდან. ამ ორი მიმართულებიდან უკეთესი იმაზეა დამოკიდებული რამდენი ადამიანი მივდივართ, დღე არის თუ ღამე. წვიმს თუ მშრალი ამინდია. რა მანქანით შეგვიძლია წასვლა. მიზანი ღირებულია არა იმდენად იმისთვის, რომ მაინცდამაინც მას მივაღწიოთ, არამედ უფრო მეტად იმიტომ ის ერთად გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ყოველ დილას ბევრად უფრო ადვილი ხდება გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ დღეს. რაზე დავხარჯოთ ჩვენი დრო და რესურსები. პირველრიგში, რა მიმართულებით პირველი რა ნაბიჯი გადავდგათ, თუ ზუსტად ვიცით სად გვინდა მივიდეთ.


image

მაშინაც კი თუ მიზანი იცვლება არჩეული გზიდან მობრუნება და ახალი გზების ძიება გვიწევს. მკაფიო მიზნის ქონა მაინც აუცილებელია. ვინაიდან ის გვეხმარება არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი _ დრო.

ვიყოთ აქტიურები, ენერგიულები, ორგანიზებულები ყოველ დღე.

ძალა დაკარგული ხედვა

გარემოში მომხდარი ყოველი ცვლილების დროს, ერთ ერთი პირველი რასაც უნდა ვაკეთებდეთ ჩვენს ხედვას ჩვენს გუნდთან ერთად ვიზიარებდეთ თავიდან. რპდგან ეს ცვლილებები ჩვენგან მოქმედებას და რეაგირებას მოითხოვს. ერთ_ერთი ყველაზე მარტივი ამ დროს ჩვენი გუნდის შეხვედრის დაგაგმვაა ცვლილებების თაობაზე. და გუნდმა უნდა უპასუხოს კითხვას : ახდენს თუ არა ეს ცვლილება გავლენას.

image

მოიშჩიკის გაკვეთილი

იმისთვის, რომ მანქანის მრეცხავებმა თავისი შემოსავალი გამოიმუშავონ უნდა შეასრულოს 3 ამოცანა.

1, რაც შეიძლება კარგად გარეცხონ მანქანა.

2. ცდილობენ კონტაქტი დაამყარონ მძღოლთან, რათა ლოდინი შეუმსუბუქონ.

3. და გარეცხონ უკეთ და ხარჯი ჰქონდეთ რაც შეიძლება ნაკლები.

რა საერთო აქვს ამ ყველაფერს მომსახურების სფეროს. მოქმედებს თუ არა ეს სტრატეგია დიდ კომპანიებში.რა თქმა უნდა კი.

ყოველ ჯერზე მოემსახურო კლიენტებს რაც შეიძლება კარგად . განავითარო პირადი ურთიერთობები მათთან. ეცადო მარტივი ან საინტერესო ან სასიამოვნო გახადო პროცესი, ნაკლები დანახარჯით.

რეალობის აღქმის მნიშვნელობა

ორგანიზაციის წარმატებისათვის, სწორი მიზნების დასახვისა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელია მენეჯმენტს გააჩნდეს რეალობის შეგრძნება. რეალობის არასწორი აღქმა ზედმეტად არარეალურ მიზნებს ასახვინებს მენეჯმენტს და თავიდანვე შეუძლებელს ხდის მათ მიღწევებს. ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ არსებულ მდგომარეობას. თავიდანვე ხელს იქნევენ ასეთი არარეალური გეგმის შესრულებაზე.

მისიის განცდა

როდესაც ადამიანს მისიის განცდა აქვს გაცილებით აქტიურად და ენერგიულად მუშაობს. უფრო ინიციატივიანია და ბევრად უფრო მეტი და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას და განხორციელებას ახერხებს.

იდეა თუ შესრულება

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა თუ რამხელა წარმატება მოიტანა კარგად განხორციელებულმა ჩვეულებრივმა იდეამ. იდეების ხარისხს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა საბოლოო ჯამში მის წარმატებას მაინც განხორციელების დეტალები უფრო მეტად განაპირობებს.

არადა თითქოს იდეები არასოდეს გვალია, მაგრამ სწორედ იდეალური განხორციელებისათვის გვიჭირს საკმარისი მონდომების და ნებისყოფის გამონახვა. რის გამოც ბევრი კარგი იდეა მხოლოდ უფერულ სიახლედ იქცევა ხოლმე.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0