x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოძრავი ანიმაციებით (გიფებით) გადმოცემული 25 საინტერესო ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ

იცოდით, როგორ უნდა გადაირჩინოთ თავი, თუ შემთხვევით ნიანგმა კბილი ჩაგავლოთ ან რომელი ცხოველი დაგეხმარებათ, თუ უდაბნოში მოხვდით და წყალს ვერ პოულობთ? გსმენიათ, რომ ტყის ბაყაყები ზამთრობით იყინებიან და გაზაფხულზე ისევ ცოცხლდებიან ან ის, რომ ხამანწკები სქესს განწყობის მიხედვით იცვლიან? - ბუნებაში კიდევ ბევრი საინტერესო და უცნაური რამ ხდება. სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი.



image



მაშ ასე, თქვენს წინაშეა მოძრავი ანიმაციებით გადმოცემული 25 გასაოცარი ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ.



1. ოთახის ბუზები სულ 14 დღე ცოცხლობენ. მათ გააჩნიათ საუკეთესო სმენა და ყველა მათგანი ფა მაჟორის ტონალობაში ბზუის.



image



2. სირაქლემა ბევრად უფრო სწრაფად დარბის ვიდრე ცხენი, მამალი სირაქლემას ხმა კი ლომის ღრიალზე უფრო ხმამაღალია.


image


3. ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია.


image


4. კენგურუ თავის კუდს წონასწორობისთვის იყენებს. ასე რომ, თუ მის კუდს მიწიდან ზევით ავწევთ, ის გადახტომას ვეღარ შეძლებს.



image


5. სტატისტიკის მიხედვით ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საშუალოდ მოდის 100 000 ობობა.


image


6. ზოლები ვეფხვის ტანზე ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები.


image


7. ღმერთმა დაგიფაროთ და თუ ნიანგმა გიკბინათ, საკმარისია თვალებზე თითი მიაჭიროთ და კბილს იმწამსვე გაგიშვებთ (მაინდამაინც ნუ ეცდებით ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მოდი და არ გაამართლოს).


image


8. რწყილებს მათ სიგრძეზე 200-ჯერ მეტ სიმაღლეზე ახტომა შეუძლიათ. ეს იგივეა, რომ ადამიანი ახტეს თავისუფლების ქანდაკების თავზე.


9. კატას ყურებში 32 კუნთი აქვს.


image


10. სპილოებს შეუძლიათ წყალის არსებობა 5 კილომეტრის მანძილიდან იგრძნონ.


image


11. კოალებს ყველაზე მკაცრად განსაზღვრული მენიუ აქვთ-ისინი მხოლოდ ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან.


image


12. ციყვები ხეებს იმიტომ ხრავენ, რომ კბილები გაიქლიბონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები მათ ტვინს გაუხვრეტავდა.


image


13. დედამიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე მილიონი ჭიანჭველა მოდის.


image



14. ხამანწკები სქესს იცვლიან იმისდა მიხედვით, თუ შეწყვილებისას რომელი სქესია მათთვის უფრო ხელსაყრელი.


15. პეპელას თვალებში 1000-ზე მეტი ლინზა აქვს.


image

16. ხვლიკს შეიძლება მოწყვეტილი კუდი თავიდან გაეზარდოს, ხოლო ლოკოკინას თვალი.


image


17. დედალ-მამალი კუს ერთმანეთისაგან გარჩევა შესაძლებელია ხმის საშუალებით. დედალი კუ-შიშინებს, ხოლო მამალი - ღრუტუნებს. საინტერესოა, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის ენა.


image


18. ფუტკრებს არასოდეს არ სძინავთ.


image


19. დედამიწაზე არსებული ხეების 1/10 "დარგულია" ციყვების მიერ, რომლებიც მათზე ცხოვრობენ და უნებურად ამრავლებენ ხის თესლს.


image



20. კუზიანი ვეშაპი დედამიწაზე მცხოვრები ცხოველებიდან ყველაზე მაღალ ხმას გამოსცემს.


21. თითოეული ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი უნიკალურია და შეუძლებელია ორი იდენტური ანაბეჭდის პოვნა.


image



22. ზღვის ცხენის გადაადგილების სიჩქარე 0.01 კმ/სთ-ის.


23. საინტერესოა, რომ ღორებს გააჩნიათ საკუთარი მეტყველება და ისინი გამოსცემენ 20-მდე სტანდარტულ ხმას, რომლებიც სურვილს ან სხვადასხვა ემოციას აღნიშნავს.



image



24. ფრანგული პუდელის სამშობლო სინამდვილეში გერმანიაა.


image


25. კოლიბრი-ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკანსვლით ფრენა

შეუძლია.


image

3
200
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
7 თებერვალი, 9:05
ძალიან საინტერესო იყო :)
4 თებერვალი, 13:28
მაგარია
0 1 3