x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვამპირი ექიმი, რომელიც სამსახურში ყალბი დიპლომით მოეწყო, პაციენტებთან ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდა
image
ქალაქ ჩელიაბინსკის საავადმყოფოს თერაპევტი აღმოჩნდა ნამდვილი ფსიქოპატი, რომელზეც არავინ ეჭვობდა დიდი ხნის განმავლობაში. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო მანიკის უპრეცედენტო სისასტიკე, რომელსაც თავი წარმოედგინა უკვდავ ზებუნებრივ არსებად.

1998 წელს ბორის კონდრაშინი 16 წლის გახდა. მოზარდი მშობლების ბინაში თანაკლასელს თავს დაესხა, შემდეგ მოკლა იგი ტრანკვილიზატორის სასიკვდილო დოზით და სხეული დაანაწევრა. აღსანიშნავია, რომ მკვლელობა არ იყო საკმარისი: კოდრაშინმა გვამიდან თვალები და გული ამოიღო, ბალზამირება გაუკეთა, ხოლო სისხლი ვერცხლის კონტეინერში შეინახა. ამის შემდეგ მოზარდი თანაკლასელის სისხლი დალია. აღსანიშნავია, რომ ფსიქოპატმა ინციდენტის მიზეზს უწოდა ბნელი ძალების ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვა.

მკვლელი ამბობდა, რომ ის ნამდვილი ვამპირია. აღსანიშნავია, რომ მან სხვა სახელი დაირქვა. კონდრაშინი თავის თავს ვამპირს უწოდებდა, რომლის სახელიც ბარონ ფონ გინცელია. ამის შემდეგ, 2000 წელს ის აღიარეს, როგორც ფსიქიკურად დაავადებული.

კონდრაშინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სავალდებულო მკურნალობისთვის გადაგზავნეს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ექიმება იგი გათავისუფლეს დისპანსერული მეთვალყურეობისგან და დიდი ხნის განმავლობაში კონდრაშინს არ ჩაუდენია უკანონო ქმედება, სვამდა აბებს და მისი მდგომარეობა არ იწვევდა რაიმე შეშფოთებას.


2018 წელს მანიაკი, რომელიც იმ დროისთვის უკვე 36 წლის იყო, დაინიშნა ექიმის თანამდებობაზე. იგი მუშაობდა ჩელიაბინსკის №11 ქალაქის საავადმყოფოში. ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა და კონდრაშინის პიროვნება არ იწვევდა რაიმე კითხვებს. საავადმყოფოში არავინ არც კი ეჭვობდა, რომ თერაპევტს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი აღიქმებოდა, როგორც უცნაური და ჩაკეტილი ადამიანი, მაგრამ ზოგადად, მისი საქციელი არ იწვევდა ეჭვს.

მას ვერც კი შეამჩნევდნენ, ვერ გაიგებდნენ, თუ რა შეეძლო გაეკეთებინა გონებრივად ავადმყოფ ადამიანს, რომ არა, მისი მკურნალი ექიმი, რომელმაც ერთ-ერთ ფორუმზე გაგზავნილ ფოტოსურათში ამოიცნო მანიაკი კონდრაშინი. მან პაციენტი იცნო ფოტოზე და შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა.

პოლიციამ გაარკვია, რომ კონდრაშინმა თერაპევტის თანამდებობის მიღება შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ მან დამსაქმებელს მიაწოდა სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. ახლა მას გაასამართლებენ კანონის დარღვევის ბრალდებით.

0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0