x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ანსამბლ "შავნაბადას" ერთ თვიანი ტურნე დიდ ბრიტანეთში, წარმატებით დასრულდა
imageფოლკლორული ანსამბლი "შავნაბადა" რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუდა, სადაც ანსამბლის წევრებმა ერთი თვის განმავლობაში ინგლისის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებთან ერთად ქართული ტრადიციული კულტურის "მასტერკლასები" და "ვორკშფოფები" გამართეს.
ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასი, ინგლისის 4 საშუალო სკოლაში გაიმართა. იორკშირის მხარეში - იორკის ახალგაზრდულ გუნდთან, ვეიკფილდის საკათედრო ტაძრის გუნდთან, შეფილდისა და ბრედფორდის უნივერსიტეტებთან და ლიდსის გუნდებთან. რაც შეეხება ანსამბლ "შავნაბადას" კონცერტებს, მისი მასპინძელი ოქსფორდის, ბრედფორდის, შეფილდის უნივერსიტეტის დარბაზები, ასევე ლონდონის ბაფტისტური და ვეიკფილდის საკათედრო ტაძრები გალხდათ. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის სოას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო მუსიკის ფესტივალში, რომელიც სხვადასხვა თეატრში იყო წარმოდგენილი.
ანსამბლის ტურნეს აქტიურად გამოეხმაურა ბრიტანული მედია, "შავნაბადას" მომსენის საშუალება არაერთხელ მიეცათ რადიო "ბი ბი სი"-ს მსმენელებსაც.
0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:stars_ge
stars_ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0