x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
''traveldraft'' -ი ადამიანებს საქართველოში მოგზაურობამდე აფრთხილებს! - ''ქართველებზე გავრცელებულია ლეგენდა, რომ საოცრად კეთილები არიან უცხოელების მიმართ, მაგრამ ეს სისულელეა"

''traveldraft'' -ი ადამიანებს საქართველოში მოგზაურობამდე აფრთხილებს


ონლაინ მედია www.traveldrafts.com მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და იქ არსებული სიტუაციის შესახებ რეალურ ფაქტებს იკვლევს და მოგზაურების მსურველებს ამ ქვეყანაში მოგზაურობამდე აცნობს.

2018 წელს მედიამ საქართველოსაც მიუძღვნა საკმაო მოცულობის დახასიათებისა და საინფორმაციო ხასიათის სტატია, რომელიც შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა : ''50 რაღაც, რაც საჭიროა იცოდე, სანამ საქართველოს ესტუმრებით''

image

სტატიის დასაწყისში საქართველოს ადგილმდებარეობის შესახებ ვკითხულობთ. აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ქებასთან ერთად ბევრ მწვავე კრიტიკასაც გადააწყდებით


გთავაზობთ მნიშვნელოვანი მონაკვეთების თარგმანს სტატიიდან:


image


⦁ თქვენ გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, რომელიც ინგლისურად საუბრობს, რადგან იქაურებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ფლობს ამ ენას და მათი ენის ცოდნაც მხოლოდ მარტივი ფრაზებითა და მცირე ლექსიკით შემოიფარგლება. მთავარ საერთო სასაუბრო ენად მაინც რუსული ითვლება და ქვეყანა რუსი ტურისტების დანაკლისს არ განიცდის.



⦁ უცხოეთის საზოგადოებაში გავრცელებულია ონლაინ ლეგენდა, რომ ქართველები წარმოუდგენლად, დაუჯერებლად კეთილგანწყობილები არიან უცხოელებისადმი. ასევე ამბობენ, რომ ქართველები თვლიან სტუმარს ღმერთისგან გამოგზავნილ საჩუქრად...ვწუხვართ, მაგრამ ამას ჩვენ ვეძახით Bullshit/სისულელეს. ქართველები ამ მხრივ არაფრით გამორჩეულები არ არიან. ქართველი ისეთივე ''სასიამოვნოა'', როგორც სხვა ხალხი. აქ გვხვდება, როგორც ძალიან სასიამოვნო, ისე წარმოუდგენლად არასასიამოვნო ადამიანები...



image


⦁ 2008 წელს საქართველოში იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ახლა ეს რეგიონები ერთდოულად რუსეთის ნაწილიცაა და საქართველოსიც.



⦁ საქართველო კონსერვატიული და რელიგიური ქვეყანაა, უმეტესად გავრცელებულია მართმადიდებლური ქრისტიანობა. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, დაახლოებით მე-4 საუკუნეში.



image


⦁ მოგზაურობა საქართველოში არის მეტისმეტად უსაფრთხო. ჩვენ გაოცებულები დავრჩით ასეთი უსაფრთხო და რეკრეაციული ქვეყნით. ბავშვები თამაშობენ ქუჩაში ღამით... უსაფრთხოა.



⦁ სამწუხაროდ ხშირია შეჯახებები საავტომობილო სივრცეში და ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ყრის, ისვრის რაღაცებს იატაკზე. არ არის ისეთივე საგანგაშო სიტუაცია, როგორც ლაოსში ან კამბოჯაში, მაგრამ ქართველებეი ნამდვილად უნდა ზრუნავდნენ ამ პრობლემაზე, სანამ ყველაფერი კატასტროფულად დასრულდება.



image


⦁ ქართული საჭმელი არის გემრიელი, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ევროპელთათვის საკმაოდ მარილიანია. განსაკუთრებით, პური, ყველი და ცომი. მინერალური წყალიც კი საკმაოდ მარილიანად გამოიყურება.



⦁ საკვები არის გასაკვირად იაფი, როგორც რესტორნებში, ისე ''სწრაფი კვების'' ობიექტებში. ჩვენ საშუალოდ ერთ დღეში საკვებში 10 ევროზე ნაკლების გადახდა გვიწევდა.



image


⦁ საქართველოში არ არის აუცილებელი ლიმონათის დასამზადებლად ლიმონი. შეგიძლია დალიოთ მსხლის ან ჩვენთვის ფავორიტი ტარხუნას ლიმონათი.


image

⦁ მთელი საქართველოს მასშტაბითაც კი მოგზაურობა ძალიან იაფია. ყველაზე ძვირი შესაძლოა ფრენები დაგიჯდეს საქართველოს მიმართულებით ან პირიქით. აგრეთვე ტრანსპორტირებაც ძვირია განსაკუთრებით ტურისტებისთვის.



⦁ რთულია ამხელა ქალაქში ბანკომატის მოძებნა, ამიტომ ამისთვისაც მზად იყავით.



⦁ ქართველები არიან საშინელი მძღოლები. თუ კი ჯერ არ გამოგიცდია მგზავრობა საქართველოში, მაშინ პირველად გამოცდისას გექნება ცუდი წამები. ისინი ნამდვილად გიჟურად ატარებენ ტრანსპორტს, გინდ ავტო აიღე, გინდ ავტობუსი.



image


⦁ იყავი მზად თუ მოულოდნელად აღმოაჩენ ხალხს და ცხოველებს შუა გზაში მდგარს. საუბარი გვაქვს ძროხებზე, ღორებზე, ცხვრებზე, ქათმებზე, ძაღლებსა და ა.შ. დღის დასასრულს ძროხა სახლისკენ ტრასის გავლით ბრუნდება. ძალიან გაგვაკვირვა იმ შემთხვევა“ როდესაც ძროხა თავად დაბრუნდა სახლში და მეპატრონის მიერ ჭიშკრის გაღებას ელოდა.



image


⦁ ძალიან გაგვაკვირვა ასევე იმ ფაქტმა, რომ ძოგიერთ მანქანას საჭე მარცხნივ ჰქონდა, ზოგიერთს-მარჯვნივ. გაკითხვის შემდეგ გავიგეთ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ტრანსპორტირება უფრო ნაკლები უჯდებათ. თუ კი თქვენ სომხეთიდან მოდიხართ, მასთან შესარებით საქართველოს გზა სამოთხედ მოგეჩვენებათ.



⦁ თბილისი დიდი ქალაქია და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მოხუც ან ყმაწვილ ადამიანებს, რომლებიც ფულს გთხოვენ. ამის ყურება ყოველი ჩვენგანისთვის ძნელია და რთულია გული არ აგიჩუყდეს.


image

0
731
5-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0