x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გავხდეთ Play Store-ის სრულყოფილი წევრი

image
მობილური ტელეფონი დღეს-დღეობით ყველასთვის აუცილებელი დამხმარე მოწყობილობაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ დღის განმავლობაში. სმარტფონები განსხვავდებიან ოპერაციული სისტემებით, როგორც კომპიუტერები, დღეს კი ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ოპერაციული სისტემის, Android-ის აპლიკაციების მაღაზიის Play Store-ის წევრები ოფიციალურად როგორ გავხდეთ. როგორც მოგეხსენებათ Play Store საქართველოს რეგიონისათვის ხელმისაწვდომი არ გახლავთ, ამიტომ ხშირად ხდება, რომ საქართველოს მოქალაქენი, იყენებენ სხვადასხვა უცხოურ დამხმარე საიტებს და .APK ფაილების ჩამოტვირთვით კავდებიან, შემდეგ აინსტალირებენ ხელით და ამ ყ ელაფრის შემდეგ ცდილობენ აპლიკაციებისა თუ თამაშების არაოფიციალურად გამოყენებას. ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვარიანტს თუ როგორ შეძლებთ ოფიციალურად ჩამოტვირთვას Play Store-დან აპლიკაციებსა თუ თამაშებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ VPN სერვისი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ არსებული ლოკაციისა და თქვენი მოწყობილობის IP მისამართის ცვლილებას, გლობალურ მისამართზე რომელიც საშვალებას მოგცემთ, რომ იმის მიუხედავად, რომ იმყოფებით საქართველოში ან ისეთ რეგიონში რომელიც PlayStore-სთვის ხელმისაწვდომი არ არის მაინც შეძლოთ სრულყოფილად გამოყენება მარკეტის. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩამოტვირთეთ VPN აპლიკაცია, გააკეთეთ ყველა საჭირო ქმედება და გამართეთ აპლიკაცია და ამის მიუხედავად მაინც ვერ გახდით მარკეტის სრულყოფილი წევრი უნდა შეცვალოთ ელექტრონული ფოსტა. გახსენით/შექმენით ახალი ელექტრონული ფოსტა და ამის შემდეგ გაიმეორეთ ყველა ეტაპი ხელთავიდან, ამით თქვენ უპრობლემოდ გახდებით მარკეტის წევრი. იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ ყოველ მარკეტზე შესვლისას, რომ გამოიყენოთ VPN აპლიკაცია და გინდათ, სამუდამოდ გახდეთ Play Store-ის წევრი, ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ Visa ან Master card ბარათები, Visa-ს შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს კლასიკი. როდესაც ბარათი გვერდზე გექნებათ თქვენ ბარათის ბალანსზე უნდა გქონდეთ მინიმუმ 2$-2, 5$. 1$ დაგჭირდებათ გუგლის ვერიფიკაციისთვის რომელიც რამოდენიმე საათში უკან დაგიბრუნდებათ ხოლო მეორე 1$ დაგჭირდებათ, რომ შეიძინოთ რაიმე 1$-იანი აპლიკაცია ან თამაში. ამ აპლიკაციის ან თამაშის შეძენის შემდეგ თქვენ გახდებით მარკეტის სრულფასოვანი წევრი და VPN-ის ან დამხმარე აპლიკაციების დახმარების გარეშე შეძლებთ სრულყოფილად გამოყენებას მარკეტის. გაითვალისწინეთ, რომ შეძენამდეც სანამ რაიმე აპლიკაციას შეიძენთ, მაქამდე გამოიყენეთ VPN მოწყობილობა, გახსენით VPN სერვერი ამერიკის რეგიონზე და შემდეგ მოახდინეთ შეძენა, ასევე თუ ფასიანი აპლიკაციების ვალუტა ევროა, გააკეთეთ ისევ ახალი ელექტრონული ფოსტა. VPN სერვერის გამოყენება შეგიძლიათ უფასო SuperVPN-ის გამოყენება, რომელსაც Play Store-დან ჩაიწერთ. სანერვიულო ამ პროცესის გასაკეთებლად არაფერი არ არის, შეიძლება პროცესის სრულყოფილებისთვის რამოდენიმე საათი იყოს საჭირო. გუგლი როდესაც ვერიფიკაციისთვის 1$-ს ჩამოგაჭრით თანხა რამოდენიმე საათში დაგიბრუნდებათ. VPN გათიშეთ როდესაც ყველა პროცესს დაასრულებთ, გაასუფთავეთ ქეში და მონაცემთა ბაზა Google Play Store-ის და გამოიყენეთ თქვენი ღია მარკეტი. გისურვებთ წარმატებებს.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:SynTom
SynTom
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0