x
image
_K_
11 ფრაზა, რომელიც ორსულ ქალს არ უნდა უთხრათ
image

ორსული ქალი ხშირადაა გაღიზიანებული, რასაც ხალხი უმეტესად ჰორმონებს მიაწერს. ასეთი ნერვული მდგომარეობა ფსიქოლოგიური მიზეზებითაც შეიძლება აიხსნას: მომავალი დედები ნერვიულობენ თავიანთ შვილებზე და იაზრებენ, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამიტომაც დიდ სტრესს განიცდიან. ასე რომ, ერთი შეხედვით უმტკივნეულო ფრაზებმაც კი შეიძლება ორსული ქალი აანერვიულოს და წყობიდან გამოიყვანოს.

სტატიაში გაგაცნობთ ფრაზებს, რომელთა ორსულთან თქმისგანაც თავი უნდა შეიკავოთ.




ყველა სახის აკრძალვა

საერთოდ, აკრძალვები არავის უყვარს, ორსული ქალი კი განსაკუთრებული შემთხვევაა. მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს, რადგან თავისმა ექიმმა უკვე ყველაფერი უთხრა. ასე რომ, თუ ექიმი არ ხართ, თავი შეიკავეთ სულელური რჩევებისგან, რადგან შეიძლება, სარგებელზე მეტი ზიანი მოიტანოთ.


image




შეხსენება, რომ არ უნდა ინერვიულოს

სერიოზულად? მაშინ საერთოდ რატომ ეუბნებით ამ სიტყვებს? ორსული ქალი მიდრეკილია ნერვიულობისკენ, რადგან უნდა, თავისი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს. ამას გარდა, მისი სხეული ჰორმონალურ დისბალანსს განიცდის. ასე რომ, თუ ორსული ქალის ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, ნუ ეტყვით მას მსგავს ფრაზებს, რადგან თქვენმა სიტყვებმა შესაძლოა იმის საპირისპირო შედეგი მოიტანოს, რაც ჩაფიქრებული გქონდათ.

image





"ორსულობა ავადმყოფობა არ არის".

რა თქმა უნდა, ბავშვის მოლოდინი ბედნიერი გრძნობაა, მაგრამ ქალის სხეულმა ამისთვის ერთგვარი საზღაური უნდა გადაიხადოს. ასე რომ, ნუ ეტყვით ორსულს, რომ ორსულობა ავადმყოფობა არაა, რადგან ამ პერიოდში მას საკმაოდ ბევრ დატვირთვასთან უწევს გამკლავება და ასეთი ფრაზებით მას სულაც არ ეხმარებით.

image





უხერხული კითხვები მის რეპროდუქციულ ჯანრმთელობაზე

ალბათ, ეს ყველაზე უზრდელური შეკითხვაა, რაც შეიძლება, რომ ორსულ ქალს დაუსვათ. სხვა სიტყვებით, ამ ფრაზით მას ეკითხებით, შეეძლო თუ არა დაორსულება. უნდა გაიაზროთ, რომ ყველა ადამიანი არ არის მზად, ყველა გამვლელთან ისაუბროს თავის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამას გარდა, ზოგისთვის ეს მტკივნეული საკითხიცაა.

image



"ოჰო, როგორი დიდი მუცელი გაქვს"!

ჩვეულებრივ, ამ ფრაზის თქმის შემდეგ, ადამიანები ცდილობენ, ორსულის მუცელს შეეხონ. თუ ბავშვის ძალიან ახლო ნათესავი არ ხართ, ნუ გააკეთებთ ამას! ორსულობის პერიოდში ქალს დედობრივი ინსტინქტები უყალიბდება და სულაც არ მოსწონს, როცა უცხოები მის შვილთან ახლოს ყოფნას ცდილობენ. გარდა ამისა, მან იცის საკუთარი მუცლის ზომის შესახებ და თქვენი შეხსენება არ სჭირდება. ასეთმა ფრაზებმა შეიძლება ორსული ძალიან გააღიზიანოს.

image








"როცა ორსულად ვიყავი"...

კიდევ უფრო უარესია, თუ ფრაზა ასე გრძელდება: "როცა ორსულად ვიყავი, ჩემი მუცელი..." ორსული ქალები იმდენად ნერვიულობენ მომავალ შვილებზე, რომ შეიძლება იფიქრონ, მათ ბავშვს რაღაც სჭირთ. მაშინაც კი, თუ მომავალი დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადება, ასეთი ფრაზები საკმაოდ გამაღიზიანებელია, რადგან შეიძლება ორსულს აფიქრებინოს, რომ მისი ფეხმძიმობა სხვისაზე უარესია.

image





"ბავშვის ტანსაცმელი ხომ არ გჭირდება? მე დამრჩა და მოგცემ".

სანამ ამ სახის დახმარებას შესთავაზებთ ორსულს, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით, თუ ეს პირველი ორსულობაა, მომავალი დედები ამჯობინებენ, იარონ მაღაზიებში და შვილისთვის თავად აარჩიონ ტანსაცმელი. იფიქრეთ იმაზეც, რომ თქვენი გულუხვობა შეიძლება გაიგონ ისე, თითქოს ზედმეტი ნივთების თავიდან მოშორება გსურთ.

image





ბავშვის სქესის წინასწარმეტყველება

"მართლა? ნეტავ, რატომ დავხარჯე ამდენი დრო ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში? ჯობდა, შენთვის მომერთა, რადგან ამ საქმის ექსპერტი ხარ, არა?"

ფაქტობრივად, მაშინაც კი, როცა მუცელი არც ისე დიდია, შესაძლებელია შვილის სქესის დადგენა, ამიტომაც მომავალმა დედამ ამის შესახებ უკვე იცის. სასაცილოა, როცა სხვა ადამიანები ბავშვის სქესის წინასწარმეტყველებას ცდილობენ, თანაც - არასწორად.

image





შეკითხვები სახელებზე

ასეთი შეკითხვები მხოლოდ ახლო მეგობრებმა ან ნათესავებმა უნდა დასვან. თუ მათ შორის არ ხართ, არ ჰკითხოთ ორსულს ბავშვის სახელზე, რადგან ეს პირადული საკითხია. ზოგი ადამიანი ამჯობინებს, სახელების შესახებ თავისი იდეები არავის გაუზიაროს, რადგან ცრუმორწმუნეა. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ცრუმორწმუნეობა სისულელეა, პატივი უნდა სცეთ სხვის აზრსა და ნებას.

image





"როდის გახვალ დეკრეტულ შვებულებაში"?

ასეთი შეკითხვა იმას ნიშნავს, რომ ფიქრობთ, ის თავის სამუშაოს კარგად ვერ ასრულებს. თუ ეს სიმართლეა, პირდაპირ უთხარით მას. ხოლო თუ კარგ თანამშრომელად მიიჩნევთ, მაშინ საერთოდ რატომ სვამთ ასეთ კითხვას?

image





"ალბათ, მარილიანი საჭმელი გინდა"...

არა! მას უბრალოდ უნდა, რომ ხალხმა სასაცილო შეკითხვების დასმა შეწყვიტოს! ნუ დაუჯერებთ მითებს, რომ ორსულ ქალებს ამა თუ იმ გემოს მქონე საჭმელები მოსწონთ. სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ისინი ცოტათი უფრო მშივრები არიან, ვიდრე ადრე.

image




ბონუსი: ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ფრაზებიც მოისმინოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას

image


2. როგორ დავაძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12 სასარგებლო ხერხი

image


3. რატომ ვერ ორსულდებით - 6 ფარული მიზეზი

image

0
242
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0