რელიგია რუსეთის ყოფილი პატრიარქის, ალექსი II-ის მემკვიდრეობა 2019, 3 თებერვალი, 3:53
რუსეთის ყოფილი პატრიარქის, ალექსი II-ის მემკვიდრემ, 80 წლის ალექსანდრა სმირნოვამ დიდი ხნის ბრძოლის და ყველა იმედის გადაწურვის შემდეგ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.
საქმე იმაშია, რომ ალექსანდრას არ აძლევენ ალექსის მიერ დატოვებული ქონების განკარგვის უფლებას. ალბათ გაგიკვირდებათ რა იმდენი ქონება შეიძლება დაეტოვებინა უმაღლეს სასულიერო პირს, რომ მისი განკარგვა სადავო ყოფილიყო. არც მეტი, არც ნაკლები ალექსიმ მის მემკვიდრეს დაუტოვა 2 920 000 დოლარი, 8 829 ევრო და 9 370 000 რუბლი. 282 1-ს მოსწონს
|