x
image
ღიმილიანი
90 წლის რეჯინა ბრეტის 33 ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ და გაგამხნევებთ!
Lifter UK -ის გვერდზე გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელშიც 90 წლის ოჰაიოში მცხოვრები რეჯინა ბრეტი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით გვესაუბრება.

ეს ისეთი ფრაზებია, რომელთაც თვეში ერთხელ მაინც უნდა გადავავლოთ თვალი.


image

მაშ ასე, წარმოგიდგენთ რეჯინა ბრეტის 33 ფრაზას, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ და გაგამხნევებთ:




1. ცხოვრება არ არის სამართლიანი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც კარგია

2. როცა ეჭვებში ხართ, გადადგით შემდეგი პატარა ნაბიჯი წინ

3. ცხოვრება საკმაოდ მოკლეა იმისათვის, რომ დრო დაკარგოთ ვინმეს სიძულვილში

4. თქვენ თავს ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგებით, ამას სხვაც არავინ იზამს.

5. ყოველთვიურად სრულად დაფარეთ კრედიტები

6. არაა საჭირო ყველა არგუმენტით გაიმარჯვოთ - ხანდახან იმასაც დაეთანმხეთ რასაც არ ეთანხმებით

7. იტირეთ ვინმესთან ერთად - ეს უფრო გიშველით ვიდრე მარტო ტირილი

8. არაუშავს თუ ღმერთზე გაბრაზდებით - მას ამის ატანა შეუძლია

9. დაზოგეთ საპენსიო ასაკისათვის - დაიწყეთ პირველივე გადახდის ქვითრიდან

10. როცა საქმე შოკოლადს ეხება - წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოა

11. გქონდეთ მშვიდობიანი ურთიერთობა საკუთარ წარსულთან - მხოლოდ ასე არ შეგეშლებათ ხელი აწმყოში

12. იმაში ცუდის საერთოდ არაფერია, თუ თქვენი შვილები თქვენს ცრემლიან თვალებს ნახავენ

13. არ შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვებისას - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორია მათი ცხოვრება

14. თუ თქვენი პირადი ურთიერთობა დამალული უნდა იყოს - სჯობს, საერთოდ არ გქონდეთ ეს ურთიერთობა

15. თვალის დახამხამებაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს - მაგრამ არ იდარდოთ, ღმერთი თვალს არასდროს არ ხუჭავს

16. ცხოვრება ძალიან მოკლეა სამწუხარო საღამოებისთვის - იცოცხლეთ ყოველი წამით ან მოკვდით

17. თქვენ ყველაფრის წარმატებულად დასრულება შეგიძლიათ - თუ ამას დღის წესრიგში დააყენებთ

18. მწერალი წერს, თუ გინდათ, რომ მწერალი გამოხვიდეთ - წერეთ

19. არასდროს არაა გვიანი გქონდეთ ბედნიერი ბავშვობა - მაგრამ მეორედ ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული

20. თუ დაგიბრუნდებათ, ის რაც ხელიდან გაუშვით და თქვენს ცხოვრებაში სწორედ ისაა, რაც გიყვარდათ, არ თქვათ მასზე უარი

21. აანთეთ და დაწვით სანთლები, გამოიყენეთ ლამაზი გადასაფარებლები, ატარეთ ვნებიანი საცვლები, არასდროს შეინახოთ ისინი განსაკუთრებული შემთხვევისათვის. სწორედ დღევანდელი დღეა განსაკუთრებული

22. საჭიროზე კარგად მოემზადეთ - შემდეგ კი მიყევით დინებას

23. იყავით ექსცენტრიული ახლა - არ დაელოდოთ სიბერეს, რომ იისფერი ატაროთ

24. ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური ორგანო - ეს ტვინია

25. არავინ არაა პასუხისმგებელი თქვენს ბედნიერებაზე - თქვენი თავის გარდა

26. შეაფასე ყველა ე.წ. კატასტროფა შემდეგნაირად - " ხუთ წელიწადში ამას რამე აზრი ექნება?

27. ყოველთვის აირჩიეთ ცხოვრება

28. ყველას - ყველაფერი აპატიეთ

29. რას ფიქრობენ თქვენზე სხვა ადამიანები - თქვენი საქმე სულაც არაა

30. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს - მიეცით დროს დრო

31. როგორი ცუდი ან კარგი სიტუაციაც არ უნდა იყოს - ის შეიცვლება

32. თქვენი სამუშაო არ იზრუნებს თქვენზე, როცა ავად გახდებით, თქვენი მეგობრები კი იზრუნებენ, ამიტომ ხშირად გაატარეთ მათთან დრო

33. გჯეროდეთ სასწაულების



თუ ამ სიტყვებმა დაგაფიქრათ და გაგამხნევათ, გაუზიარეთ მეგობრებს!



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი











0
2923
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0