x
image
ნინო ბაისონაშვილი
,,ძნელი ყოფილა გამოღვიძება,, - რამდენიმე სიტყვა ჯემალ ქარჩხაძის მემკვიდრეობაზე

ჯემალ ქარჩხაძე ღირსეულად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართულ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში. გადაჭარბებად არ ჩაითვლება, თუ ვიტყვით, რომ ის ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნოს. მან მოახერხა მკითხველისთვის ალტერნატიული აზრის და, ერთი შეხედვით, მოძველებული თემების ახალი, მანამდე უცხო რაკურსით ჩვენება. მისი რეფლექსია გამორჩეულია, წერის ტექნიკა რაფნირებული, სიტყვები, ფრთხილად, ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული, რის წყალობითაც უდიდეს მხატვრულ და ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს მკითხველზე. მის ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებით : “ზებულონი“ “იგი“ “რაჰათ-ლუხუმი“ და “ანტონიო და დავითი“ უყვარს ქართველ მკითხველს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ემოციურია, რადგან მოქმედება შუა საუკუნეების საქართველოში ხდება, სადაც ადამაინებით ვაჭრობა მიმდინარეობს და დასუსტებული, დაქუცმაცებული ქვეყანა სრულიად უძლურია აღკვეთოს ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო ფაქტები, დასაჯოს დამნაშავეები . არანაკლებ საინტერესოა რეფლექსია რწმენასა და ეკლესიაზე, მათ ურთიერთკავშირზე, ინკვიზიციასა და სულიერებაზე. მოკლედ, ეს არის დაძაბული ფსიქოლოგიური დრამა, უკომპრომისო ბრძოლა ადამიანის სულის გამოსახსნელად, რომელსაც რელიგია და მის გარშემო დისკუსიები მუდმივად თან ახლავს. ძალიან რთულია ასეთ ნაწარმოებში განსაკუთრებით საინტერესო და დამაფიქრებელი ციტატების ამორჩევა, ვინაოდან ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური რომანი, მაგრამ მაინც შევეცადეთ ზოგიერთი მათგანის წინ წამოწევა: “ადამიანის გამტყუნება ძალიან იოლია, როცა მის ტყავში არ ყოფილხარ და ყველაფერს გარედან უყურებ“ “ერეტიკოსიაო, მამა სებასტიანემ. მართლა ერეტიკოსი ხარ?“ ანტონიომ გამომცდელად შემომხედა. - ეკლესიას მე ვგონივარ ერეტიკოსი, მე კი ეკლესია მგონია ერეტიკოსი.“

image

“ამქვეყნად მტყუანს ისე არ დევნიან, როგორც მართალს“ “მზის ჩასვლის ცქერა მიყვარს, მაგრამ ის არ მიყვარს, ჩემი გამოჩენით ვინმეს მყუდროება დავურღვიო“ “მე არ ვიცი რა არის ღვთაებრივი ბუნება, -თქვა ანტონიომ და მის ხმაში თითქოს რაღაც ნაღვლიანი დაცინვა გაისმა, -რადგან ვიცი, რომ რმერთი უბუნებოა.“ “საქართველოში ხშირად გამიგონია: როგორიც ერიო, ისეთი ბერიო, რაც არსებითად იგივე სიბრძნეა-ოღონდ აქაურთა ჩვეულებისამებრ ხატოვნად გამოთქმული-რასაც ფილოსოფოსები ძველთაგანვე გვასწავლიან: მსგავსი მსგავსსა შობს.“ “ღმერთი შორსაა. ადამიანურ სიმართლეს კი მუდამ დრო-ჟამის ბეწედი აზის“ “ სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ რომ მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე“ “ ძნელი ყოფილა გამოღვიძება... სხეული ქგელებითა მაქვს სავსე“ “განსჯა უფრო იოლია, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა, შურისძიება სულს აწყნარებს“ ანტონიო პროგრესული კაცია. შუა საუკუნის ეკლესიის მიერ თავსმოხვეულ დოგმებს ეჭვქვეშ აყენებს. მას არ სჯერა ღმერთის იმ სახით და იმ ფორმით არსებობის, როგორც ეკელსია ცდილობს წარმოგვიდგონოს, ამიტომაც ერეტიკოსად რაცხავენ და ინკვიზიციას შემთხვევითობის წყალობით გადაურჩა. დავითი... რაც დავითს შეეხება, თავდაპირველად ის ერთ ურწმუნო ავაზაკად გვევლინება, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს, ირონიულია, აგრესიული. ციხე, რომელშიც ის ტყვეებს ინახავს, ეშმაკის ციხის სახელითაა ცნობილი, რათა დაშინებულმა, ფანატიზმში ჩაძირულმა, უბირმა მრევლმა არც კი გაბედოს ამაზე ფიქრი. საბოლოოდ, ანტონიოს და ბართოლომეოს ზეგავლენით, ავაზაკი, ეკლესიისგან შეჩვენებული და ბოროტმოქმედი დავითი სინანულის გზაზე დგება. ის, რაც ღვთისმსხურთ არც უცდიათ, “ერეტიკოსმა“ ანტონიომ მოახერხა. იგი თავისუფლებს ტყვეებს და უარს ამბობს დნაშაულებრივი გზით მოპოვებულ კეთილდღეობაზე. ანტონიო კი ინკვიიციასა და სუიციდს შორის ამ უკანასკნელს ირჩევს. ეს მცირე რომანი გულგრილს ალბათ არცერთ გონიერ მკითხველს არ დატოვებს, კითხვაში გაწაფული მკითხველი კი უმალვე ხვდება, რომ ფილოსოფიური ცოდნის და აზროვნების გარეშე, ყოვლადშეუძლებელია ამ იდეის ასე სრულყოფილად გადმოცემა და მკითხველამდე მიტანა.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0