x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს ელჩმა საჩუქრები ჩაუტანა და მათი პრობლემებით დაინტერესდა
image


აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ქართულ მიწაზე, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქრისტიანებს ეწვია. ელჩმა მოსახლეობას საჩუქრები ჩაუტანა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.


ეს ზურაბ პატარიძის პირველი ოფიციალური ვიზიტია საინგილოში. ჰერები საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის ელჩს მუდმივად უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ ყურადღების დეფიციტს ხშირად გრძნობენ როგორც ქართული ხელისუფლების, ისე ზოგადად, საზღვარს აქეთ დარჩენილი ქართველების მხრიდან.


2 თებერვალს ზურაბ პატარიძე კახის რაიონში იმყოფებოდა, ელჩი წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურებას დაესწრო. ის ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. ელჩთან ერთად ჰერეთში ჩავიდნენ ასევე გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.



დედოფლისწყაროდან ჰერეთში ჩავიდა და შეხვედრას ესწრებოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე, რომელმაც საღამოს ლოცვა წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღასრულა.


ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გასული წლის 29 აგვისტოს დაინიშნა. ჰერელები საელჩოს მიმართ პრეტენზიებს ხშირად გამოხატავენ და ამბობენ, რომ ქართულენოვანი სახელმძღვანელოების და არაერთი სხვა პრობლემა დგას, ადგილობრივების დასახმარებლად კი ქართული მხარე არცთუ ეფექტურია. მოსახლეობა პატარიძის წინამორბედსაც ემდუროდა. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ჰერელი ქრისტიანები კვლავაც ერთგულად ინარჩუნებენ ენასაც და სარწმუნოებასაც. ისინი საქართველოსგან მეტ ყურადღებას და ოფიციალური პირების ჰერეთში ჩასვლას, მეტ თანადგომას ითხოვენ.


image

image

imageimage

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0