x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უწყვეტი განათლება თვითრეალიზებითვის

განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების განვითარებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება.

სწორედ ამიტომ, დღეს მე შევეცდები ჩემი სტატიით დაგანახვოთ ის პრობლემა, რაც დღეს, XXI საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში დგას; პრობლემა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ან პირიქით, რადიკალურად გააუმჯობესოს ქვეყნის ბედი.

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ფორმალური განათლება სკოლიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელიც ორიენტირებულია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების განვითარებაზე, გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში, არჩეულ საქმიანობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ წინსვლაში. თუმცა კარიერული მიზნების პარალელურად, ადამიანს აქვს სხვა ინტერესები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები და ფორმალური განათლების პარალელურად არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.

„სწავლა სიბერემდეო“ - გამოთქმა, რომელიც ყველა ადამიანისთვის არცთუ ისეთი უცხოა, მაგრამ რატომ ვდგავართ დღეს კვლავ იმ პრობლემის წინაშე, რასაც გაუნათლებლობა ჰქვია? გვაძლევენ კი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები იმდენ განათლებას, რაც სჭიროა ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბებისათვის?

„უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის“ ამ ერთგვარი ლოზუნგით უკვე მრავალი წელია ხელმძღვანელობს უამრავი განვითარებული ქვეყნა ისეთები როგორიცაა ფინეთი, ამერიკა, გერმანია და სხვა. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით ერთგვარი გარდატეხა მოხდა 2005 წელს, როდესაც ბერგენის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის ინტერესი, შეიქმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი დეპარტამენტები და მათ ვებგვერდებზე გაჩნდა ჩანაწერები უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება, ერთი მხრივ, ფორმალური განათლების სისტემაში არსებული ჩიხები და ბარიერები, რაც ხელს უშლის პროფესიის შეცვლისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების სისტემაში გადასვლის მოქნილობას, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და მზაობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე უწყვეტი განათლების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.

ფორმალური განათლება რომელსაც იძლევა სკოლა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები როგორც ჩანს არაა საკმარისი იმისათვის რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბდეს და მისი თვალსაწიერი იყოს ფართო. სკოლის მთავარი დანიშნულება მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარებაა. მასწავლებელს მხოლოდ 45 წუთი აქვს, იმისთვის რომ გაკვეთილის თემა უმეტესისთვის გასაგები იყოს. გამოდის რომ დროის უმეტესი ნაწილი მოსწავლის აკადემიურ განვითარებას ეთმობა. ვფიქრობ, პრობლემა ისაა რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის არ ხდება, ვგულისხმობ საბაზო და საშუალო საფეხურებს, როდესაც მოსწავლეები თანდათანობით, მკვეთრად იცვლებიან და მნიშვნელოვანი ხდება მეგობრული ატმოსფეროს შექმნა განათლებისთვის, სადაც მოსწავლე არის შემსწავლელი და არა დაქვემდებარებული, ხოლო მასწავლებელი როგორც დამხმარე და არა ხელმძღვანელი.

ხშირად, მოსწავლეების ნაწილისთვის სამასწავლებლო ოთახი წარმოადგენს “უცხოპლანეტელების სამყოფელს’’, სადაც შესვლა ნიშნავს, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინე, სადაც ფეხაკრეფით უნდა გაიარო, მის მოშორებით კი მეტად თავისუფალი ხარ.ასეთ არამეგობრულ გარემოს არაფორმალური განათლების არარსებობა ან ნაკლებობა ქმნის.ეს არის ერთი პრობლემა რომელსაც ადამიანი სკოლის ასაკში ხვდება.

ხოლო მეორე პრობლემა ეს არის დიპლომი, რომელიც ზოგისთვის უბრალო თეთრი ქაღალდია, ზოგისთვის განათლლების დამადასტურებელი მოწმობა.მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი აბარებს უმაღეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ რომ ქონდეს ფურცელი სახელად „დიპლომი“, რომელსაც განათლებასთან და მის პიროვნულ განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.მაგრამ მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლა არ იძლევა განათლებას.აქვე მინდა აღვნიშნო პროფესიული განათლების როლი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას მიიღოს განათლება, რომელიც შემდგომში მისცემს საშუალებას იყოს წარმატებული ადამიანი.ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის სიკეთეები და უპირატესობები, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობს ახალგაზრდებს. პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების გაზრდას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომლებსაც რეალურად პროფესია არ აქვთ, შესაბამისად, შრომის ბაზარზე ვერ საქმდებიან. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მთავარია, ღირსეულად დასაქმდე და შენი საქმის პროფესიონალი იყო. ამის მისაღწევად კი ერთადერთი გზა უმაღლესი განათლება არ არის. თუმცა, თუკი პროფესიული განათლების მქონე ადამიანი გადაწყვეტს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, მას ბარიერი არ უნდა ხვდებოდეს, ამგვარი ბარიერები სკეპტიკურად განაწყობს საზოგადოებას.

თითოეულმა ჩვენგანამა უნდა გავიაზროთ რომ რაღაცის სწავლა შეიძლება ყველგან და ყოველთვის.ხშირად იმართება საჯარო ლექციები, ტრენინგები სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს, მოისმინოს სხვადასხვა შეხედულებები, გამოთქვას საკუთარი აზრი და რაც მთავარია მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკებში, მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრ გამართულ საჯარო ლექციებზე შეინიშნება ხალხის სიმცირე.

ახალი ინოვაციური იდეები განათლებაში და განათლების სისტების რადიკალური შეცვლა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღესდღეობით საქართველოში არ არის განათლების სისტემა ბოლომდე შესწავლილი და საზოგადოებაზე მორგებული, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ფიქრობს მიზანსეწონილად განათლების სისტემის შეცვლას. თუნდაც ავიღოთ ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი იდეა „ შევცვალოთ ქართული ზღაპრები“, იდეა რომელმაც ხალხში ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია.ჩემი აზრით, ზღაპრები ეს არის პირველი არაფორმალური განათლება, რომელიც პატარა ასაკიდანვე ბავშვს განვითარებაში უწყობს ხელს და ის წლების გასვლის შემდეგ უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს, რადგან იცვლლება თაობები და მათი ინტერესის სფეროები.ეს არ ეხება მხოლოდ ზღაპრებს, სკოლის წიგნებიც შესაცვლელი და თავიდან შესასწავლია, რადგან ხშირად არ არის ის ინფორმაიები ჩაწერილი რაც მთავარია სკოლის მოსწავლისათვის.სკოლებში ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ არა მხოლოდ მოცემული წიგნებით, არამედ უნდა იყოს აუცილებლად კვირაში 2 საათი მაინც არაფორმალური განათლებისათვის დათმობილი და ბავშვებს უნდა უნერგავდნენ კლასგარეშე საკითხავების სიყვარულს, რადგან წიგნი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ადამიანის განვითარებისთვის.

უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის ეს არ არის მხოლოდ წიგნებით მიღებული განათლება, ეს არის ცოდნა რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ლექტორებისგან, ყოველი დღისგან, ყოველი გადადგმული ნაბიჯისგან, ცუდი თუ კარგი ადამიანებისგან, სოციალური ქსელებიდან, ყველა მეგობრისგან და ჩვენ ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ რომ განათლება არ არის მხოლოდ დიპლომი, განათლება არ არის მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი. დიპლომი ვერ გაგხდის ადამიანიანად, საკუთარმა „მე“ უნდა იყოს მთავარი, მასში უნდა იყოს განათლება და არ აქვს მნისვნელობა ეს განთლება იქნება თუ არა ფორმალური.

და ბოლოდ გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების მოტივაციას

  • თუშენ ახლა დაიძინებ, დაგესიზმრება შენი ოცნება. თუ შენ ძილის ნაცვლად სწავლას აირჩევ, მაშინ საკუთარ ოცნებას ცხოვრებაში განახორციელებ.
  • როცაგგონია, რომ უკვე გვიანაა, სინამდვილეში, ჯერ კიდევ ადრეა.
  • სწავლისგამო წვალება დროებითია. უსწავლელობის გამო წვალება კი – მარადიული.
  • სწავლა არ არის დრო. სწავლა ძალისხმევაა.
  • ცხოვრებაარ არის მხოლოდ სწავლა, მაგრამ თუ შენ მის ამ ნაწილის გავლაც კი არ შეგიძლია, მაშინ საერთოდ რას შეძლებ?!
  • დატვირთვადა ძალისხმევა შეიძლება სიამოვნებად აქციო.
  • მხოლოდმას შეუძლია ნამდვილად დატკბეს წარმატებით, ვინც ყველაფერს სხვაზე ადრე აკეთებს და იკრებს მთელ ძალისხმევას.
  • ყველაფერში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია. ის მოდის მხოლოდ თვითსრულყოფითა და მყარი რწმენით.
  • დროგარბის.
  • დღესჩამოშვებული დორბლები ხვალინდელ ცრემლებად იქცევა.
  • ადამიანები, რომლებიც რაიმეს აბანდებენ, მომავალში – რეალისტები არიან.
  • შენიხელფასი შენი განათლების პირდაპირპროპორციულია.
  • დღევანდელი დღე არასდროს გამეორდება.
  • ამმომენტშიც კი შენი მტრები ხარბად ფურცლავენ წიგნებს.
0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ემილია
ემილია
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0